შვედ ფორვარდს აქვს ნათქვამი, რომ არასდროს გახდებოდა მწვრთნელი, თუმცა პოზიცია შეუცვლია და დღეს, ისეთი კატეგორიული აღარ არის, როგორც უწინ
ბოლო პერიოდში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხშირად ლაპარაკობს იმის შესახებ თუ როდის დაასრულებს საფეხბურთო კარიერას და რით დაკავდება მას შემდეგ, რაც ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.

ადრე რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ არასდროს გახდებოდა მწვრთნელი, თუმცა პოზიცია შეუცვლია და დღეს, ისეთი კატეგორიული აღარ არის, როგორც უწინ. მოვუსმინოთ "მილანის" შვედ თავდამსხმელს:

"აპენინებზე თავს ბედნიერად ვგრძნობ, "მილანში" კიდევ ორი-სამი წელი ვაპირებ თამაშს და შემდეგ ალბათ დავასრულებ კიდეც კარიერას. რაც შეეხება ჩემს სამწვრთნელო პერსპექტივას, დღეს ამაზე ლაპარაკი უაზრობაა, რადგან წინ ზემოთხსენებული წლები მაქვს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის.

ზოგადად, მწვრთნელობაზე ნამდვილად არ ვფიქრობ და დღეს ამის არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია.

მახსოვს, ჰენრიკ ლარსონმა პირადად ჩემთან არაერთხელ განაცხადა, რომ მწვრთნელი არასდროს გახდებოდა, მაგრამ დღეს სწორედ ამ საქმით არის დაკავებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, მწვრთნელობა ჩემს გეგმებში არ შედის, მაგრამ არაა გამორიცხული, პოზიცია შევიცვალო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა