ჩვენებურმა იტალიაში მორიგი მატჩი ჩაატარა ეფექტურად: "მონფერატოსთან" "მსუყე" ორმაგი დუბლი - 19 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა

ვიქტორ სანიკიძემ იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა ეფექტურად: "მონფერატოსთან" "მსუყე" ორმაგი დუბლი მიითვალა - 19 ქულა და 14 მოხსნა.

ვიქტორს არც სროლის სიზუსტე დაეწუნებოდა: 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი, 9-დან 5 საჯარიმო. გარდა ამისა, 31 წუთში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 2 დაფარება იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით კი ვიქტორს მოედანზე ბადალი არ ჰყავდა - 34.

"ვირტუსი"-"მონფერატოს" მატჩის ბოლო მეოთხედში დრამა გათამაშდა. საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე მონფერატოელები 11 ქულით დაწინაურდნენ (57:46). სწორედ ამის შემდეგ დააბრუნა მწვრთნელმა სანიკიძე მოედანზე და სამ წუთში სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. სირენამდე წუთით ადრე ვიქტორმა ერთმანეთის მიყოლებით ორი ორქულიანი ჩააგდო და "ვირტუსის" უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა (64:60).

ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა - მას მერე თამაშიდან ქულა არავის ჩაუგდია, მონფერატოელები განზრახ ჯარიმების მიღებაზე გადავიდნენ, თუმცა ვერც ამან უშველა - "ვირტუსმა" 70:62 მოიგო.

გუშინვე იტალიის ჩემპიონატში ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" სტუმრად "ბიელა" დაამარცხა - 78:73. მეტრეველმა 5 წუთი ითამაშა და მოედანი ქულა-მოხსნის გარეშე დატოვა. გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" ისვენებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა