"რეალის" თავკაცმა "მალაგასთან" (3:2) მატჩის შემდეგ აღიარა, რომ პირველ ტაიმში მისი შეგირდები ძალიან ცუდად თამაშობდნენ
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "მალაგასთან" ესპანეთის თასის საშინაო 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ აღიარა, რომ პირველ ტაიმში მისი შეგირდები ძალიან ცუდად თამაშობდნენ.

უკვე 29-ე წუთზე "სამეფო კლუბი" 0:2 აგებდა და მესამე გოლის გატანა და მოგება მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოს მოახერხა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ 11 ცვლილების განხორციელება არ შემიძლია, - ვუთხარი ჩემს მოთამაშეებს შესვენებაზე. სამწუხაროა, რომ მხოლოდ სამი მოთამაშე შევცვალე. მაგრამ ისინი იმიტომ არ შემიცვლია, რომ სხვებზე უარესად თამაშობდნენ. უბრალოდ, გუნდისთვის ასე იყო საჭირო.

ახლა მოთამაშეებს უნდა ვკითხოთ, რატომ ათამაშდნენ სხვანაირად. ვეცდები ამ კითხვაზე მათგან პასუხი მივიღო. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი მოთამაშე შვებულებას დასასვენებლად იყენებს, სხვები მოგზაურობენ, მხიარულობენ და სხვაგვარ მდგომარეობაში ბრუნდებიან.

მეორე ტაიმში "რეალი" უფრო ყურადღებით ათამაშდა. ამას გარდა, გულშემატკირებმაც თავისი როლი შეასრულეს. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი მატჩის მოგება საჭირო იყო და ეს შევძელით", - განაცხადა მოურინიომ.

"მალაგას" შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა: "სტუმრები ძირითადად თავს იცავდნენ და იშვიათად უტევდნენ. თუმცა "მალაგა" კარგი გუნდია, რომელმაც მოედანზე თავისი ამოცანების შესახებ კარგად იცის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა