თბილისის დროით გამთენიისას, "ჩიკაგომ" "ატლანტას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 76:74 დაამარცხა
გაგახსენებთ: გასულ, 2010-11 წლების სეზონში ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსმა" NBA-ს მეოთხედფინალში "ჩიკაგო ბულსის" ბარიერი ვერ დაძლია. "ქორები" ვერას გახდნენ "ხარების" მწვრთნელ ტომ ტიბოდოსა და პირველ ნომერ დერეკ როუზთან.

იგივე განმეორდა გუშინ, თბილისის დროით გამთენიისას - "ჩიკაგომ" "ატლანტა" შინ 76:74 დაამარცხა.

სწორედ ზემოთნახსენები ორი ადამიანის ბრალია, "ბულსმა" მეოთხე პერიოდში რომ 34:18 მოიგო. არადა, მატჩის საწყისი სამი მეოთხედი ჯორჯიელებს ცუდს არაფერს უქადდა: სტუმრები დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (38:26), ხოლო მესამე პერიოდის დასაწყისში 7:2 გაქცევა მოაწყეს და 45:28 დაწინაურდნენ.

17-ქულიანი ფორის განიავება "ატლანტასთვის" თითქმის წარმოუდგენლად ჩანდა, მითუმეტეს, რომ წინა დღეს მანამდე უძლეველი "მაიამი" ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ როგორც დერეკ როუზმა თქვა: მეოთხე პერიოდიდან მანამდე მოშლილი შეტევითი მექანიზმი აღდგა, "ხარებმა" სამქულიანს სამქულიანი მიაყოლეს, ფარქვეშაც თამამად შედიოდნენ და ბოლო წუთზე ანგარიშიც გაათანაბრეს.

დრამა უკანასკნელ 10 წამში გათამაშდა: ჯერ "ატლანტას" მეფარე ელ ჰორფორდმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა (74:74), საპასუხო შეტევისას კი ჩიკაგოელი ლუოლ დენგის შემჩერებელი ვერავინ აღმოჩნდა და სირენამდე 3 წამით ადრე "ბულსს" გამარჯვება მოაპოვებინა - 76:74.

"ჩიკაგოს" მწვრთნელის, ტომ ტიბოდოს თამაშისწინა და ნამატჩევს ნათქვამი უნდა გავიხსენოთ:

- "ატლანტა" თანაბრად დაბალანსებული გუნდია. სასტარტო ხუთეულის წევრები წლების განმავლობაში გვერდიგვერდ თამაშობენ... თუმცა არანაკლებ ხიფათს უნდა ველოდეთ სათადარიგოებისგან: ტრეისი მაკგრეიდის თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია; ასევე ძალიან გამოცდილია ჩვენგან "ჰოქსში" წასული ჯანერო პარგო; მეტად მოძრავია ვლადიმირ რადმანოვიჩი; ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ ფარქვეშ ბრძოლა კი ყოველთვის ძნელია.

აი, რა თქვა ტიბოდომ მოგებული თამაშის შემდეგ:

- მეოთხე პერიოდისთვის მეტი ენერგია "ჩიკაგოს" შერჩა. ალბათ, "ატლანტას" თამაშზე წინა დღის დატვირთვამაც იმოქმედა. მათ ხომ ჩვენამდე მაიამიში ჩაატარეს რთული თამაში.

მაიამური და ჩიკაგოური შეხვედრები ძირითადად სასტარტოების კისერზე გადავიდა. თავად განსაჯეთ: "ბულსთან" ხუთეულის წევრთაგან 30 წუთზე ნაკლები ერთსაც არ უთამაშია, ხოლო სათადარიგოებში ყველაზე მეტი, 15 წუთი მაკგრეიდის ერგო. ფაჩულიამ 8 წუთი ითამაშა.

აღმოსავლეთის კონფერენციაში "ატლანტა" საუკეთესო დუეტში ვეღარ არის. მას "ჩიკაგომ" (5 მოგება, 1 წაგება) გაასწრო და ქულებით "მაიამის" გაუთანაბრდა. მეოთხე-მეხუთე ადგილებს კი "ჰოქსი" და "ორლანდო" იყოფენ. მათ 6-6 მატჩიდან 4-4 აქვთ მოგებული.

მომდევნო შეზვედრას ზაზას გუნდი შინ ჩაატარებს და "მაიამისთან" კიდევ ერთხელ შეეცდება თავისი უპირატესობის მოედანზე დამტკიცებას. შეხვედრა 5 იანვარს გაიმართება.

ჩიკაგო-ატლანტა 76:74

ზაზა ფაჩულია: 7:43 წუთი, 0 ქულა (3-დან 0 ორქულიანი), 1 მოხსნა, 1 დაფარება, 1 შეცდომა.

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს