ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მერაბ გიგაური: პოლონეთში მირჩევია

მერაბ გიგაური: პოლონეთში მირჩევია

19-წლამდელთა ნაკრების წევრი ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნებას პოლურ "იაგელონიაში" ყოფნას ამჯობინებს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი მერაბ გიგაური ქუთაისის "ტორპედომ" ზაფხულში პოლონეთის ექსტრაკლასას "იაგელონიაში" ერთწლიანი იჯარით და ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით გაუშვა.

18 წლის საყრდენი ნახევარმცველისთვის "იაგელონიაში" მოხვედრა მართლაც მშვენიერი შანსი იყო კარიერის ასაწყობად. დუბლებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, 18-კაციან განაცხადშიც ხშირად იყო, მთავარმა მწვრთნელმა ჩესლავ მიხნევიჩმა კი რამდენჯერმე ძირითადშიც ათამაშა. ამასობაში პოლონურიც აითვისა და ენობრივი ბარიერის გადალახვის შემდეგ გუნდსაც შეეწყო.

პოლონეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ "იაგელონიას" გიგაურის კონტრაქტის გამოსყიდვა სურდა, მაგრამ დეკემბერში მოხსნეს მიხნევიჩი, რომლის იდეაც იყო გიგაურის "ტორპედოდან" მიწვევა. მანვე აიყვანა ნიკა ძალამიძე 2010 წელს მეორე პოლონურ კლუბ ლოძის "ვიძევში", წლეულს კი "იაგელონიაში" გადმოიყვანა.

ამ ცვლილების შემდეგ ისევ აპირებს კლუბი გიგაურის ტრანსფერის გამოსყიდვას?

"დიახ, მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ ამით ჩემს მიმართ კლუბის დამოკიდებულება არ შეცვლილა. როგორც მითხრეს, ტრანსფერის გამოსყიდვა ძველებურად სურთ. იჯარას ვადა გასდის და გამოსყიდვაზე პოლონელები ქუთაისის "ტორპედოს" მეპატრონეებს ზაფხულში დაელაპარაკებიან. შეთანხმებაში წერია, რომ "იაგელონიას" საკუთრება იმ შემთხვევაში გავხდები, თუ "ტორპედოს" 200 ათას ევროს გადაუხდის.

ჩემი პოზიცია ასეთია: ყველაფერს გავაკეთებ, უფრო მეტად მოვინდომებ, რათა ახალ მწვრთნელს თავი მოვაწონო, კარიერის აწყობის ეს შანსი გამოვიყენო და პოლონეთში დავრჩე.

მართალია, "ტორპედოს" ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს, ამბიციური კლუბია და ფეხბურთელებს მშვენიერ პირობებს უქმნიან, მაგრამ, ვინც ჩემს ასაკში პოლონეთში ითამაშებს და იქაურ პირობებსა და საფეხბურთო გარემოს ნახავს, მერწმუნეთ, საქართველოში დაბრუნება არ მოუნდება. ცხადია, გამონაკლისი არც მე ვარ. იქ, ევროპაში მეტია პერსპექტივა.

პოლონეთში ყველა შეხვედრას გერმანიის და სხვა დიდი საფეხბურთო ქვეყნების კლუბების სელექციონერები ესწრებიან და თავს თუ გამოიჩენ, მიგიწვევენ. მე კი პოლონურ ფეხბურთს შევეჩვიე და მინდა, კარიერა ამ ქვეყანაში ავიწყო", - ამბობს გიგაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა