31 წლის ქართველი ნახევარმცველი გროზნოს "ტერეკში" აღარ ითამაშებს
31 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან გვაზავა გროზნოს "ტერეკში" აღარ ითამაშებს. ამის შესახებ "ტერეკის" მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა განაცხადა.

გვაზავა გუნდს საკუთარი ნებით ტოვებს. ჩეჩნურ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი მას მომავალ ზაფხულს უსრულდებოდა.

"ჩემი ხელმძღვანელობით გვაზავამ ექვსივე შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი გამოტოვა დისკვალიფიკაციის გამო. ლევანზე მხოლოდ დადებითი კუთხით შემიძლია საუბარი. ცსკა-სთან მატჩის შემდეგ გვაზავა ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ წლის ბოლოს კლუბის შეცვლა სურდა. ვუთხარი დაფიქრდი, საბოლოო გადაწყვეტილებამდე დრო კიდევ გაქვს-მეთქი. თუმცა კლუბის აგენტისგან შევიტყვე, რომ ლევანს ახლავე სურდა წასვლა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. პირველ შეკრებას ლევანი "ტერეკის" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გაივლის, პარალელურად აგენტთან ერთად სხვა გუნდების წინადადებებს გადახედავს. გვაზავას როგორც საფეხბურთო კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა ჩერჩესოვმა.

რუსული პასპორტის მქონე გვაზავა, "ტერეკში" 2009 წლიდან თამაშობს. მანმადე ის ხობის "კოლხეთში", მოლდოვის "ზიმბრუში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", ბათუმის "დინამოში", ნალჩიკის "სპარტაკსა" და ვლადივოსტოკის "ლუჩ-ენერგიაში" თამაშობდა.

გვაზავა კარიერას ალბათ კვლავ რომელიმე რუსულ კლუბში გააგრძელებს.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე