"ლივერპული" არ გაასაჩივრებს ურუგვაელი ლუის სუარესის 8-მატჩიან დისკვალიფიკაციას და 40-ათას ფუნტიან ჯარიმას
"ლივერპული" არ გაასაჩივრებს ურუგვაელი ლუის სუარესის 8-მატჩიან დისკვალიფიკაციას და 40-ათას ფუნტიან ჯარიმას, რომელიც მას თითქოს პატრის ევრას რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის გამო დაეკისრა.

ფეხბურთელმა კლუბის გადაწყვეტილებას შემდეგი კომენტარი გაუკეთა: "უპირველესად მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ბოლო კვირების განმავლობაში მხარში დამიდგა, იქნება ეს ოჯახი, მეგობრები, ფეხბურთელები თუ მწვრთნელები. მათ არ მომცეს უფლება თავი მარტოდ მეგრძნო.

ბევრმა იცის, რომ მე პატარა ქვეყანში მშრომელთა გარემოცვაში გავიზარდე. ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება მინახავს. იქ, სადაც ვცხოვრობდი, ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის სხვების პატივისცემა და ზრდილობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

ცხოვრებაში არავისთან მქონია რასისტული შინაარსის კონფლიქტი, ვიმეორებ, არასოდეს და არავისთან. გული მტკივა იმის გამო, რაც ბოლო დროს ჩემზე იწერება, რადგან უმრავლესობა ამ ისტორიებისა გამოგონილია, თანაც ისეთი რამეები მბრალდება, რაც არასოდეს გამიკეთებია.

ჩემს ქვეყანაში სიტყვა "ნეგრი" ხშირად გამოიყენება და სულაც არ ნიშნავს, რომ ამით ვინმეს შეურაცხყოფას აყენებ, ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ მას რასისტული შინაარსი ჰქონდეს. დიახ, ბოლომდე მოვიხდი სასჯელს, მაგრამ მას მერეც უდანაშაულო ადამიანად დავრჩები, რადგან ცუდი არაფერი ჩამიდენია. ერთადერთი რამ მინდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე მინდორზე და გავაკეთო ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს".

პრემიერლიგის 25-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" სუარესი უკვე შეძლებს მინდორზე გასვლას, რადგან ამ დროისთვის დისკვალიფიკაცია უკვე ნებისმიერ შემთხვევაში ამოწურული იქნება.

სამხრეთამერიკელის სასჯელი ყველა ნაციონალურ ტურნირზე ვრცელდება, ასე რომ, 7 იანვარს ის ინგლისის თასზე "ოლდჰემთან" შეხვედრასაც დააკლდება და ლიგის თასზე "მანჩესტერ სიტისთან" ორივე დაპირისპირებასაც (11 და 25 იანვარს). თუკი მერსისაიდელები "ოლდჰემს" პირველივე შეხვედრაში გააგდებენ, ფეხბურთელს 28 ან 29 იანვარს ინგლისის თასის შემდეგი ეტაპის გამოტოვებაც მოუწევს და შესაბამისად პრემიერლიგის 24-ე ტურში "ტოტენჰემთან" თამაშის უფლებას მიიღებს.

ფეხბურთელი ამ უფლებას იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუკი "ოლდჰემთან" მატჩი ფრედ დასრულდება და გადათამაშება დაინიშნება. ასეთ შემთხვევაში ის სწორედ ამ გადათამაშებულ მატჩს გამოტოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა