ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზამთრის ციებ-ცხელება კალჩოში (ნაწილი II)

ზამთრის ციებ-ცხელება კალჩოში (ნაწილი II)

იტალია სატრანსფერო ციებ-ცხელებაშია ჩართული და სპორტულ პრესაში მეტწილად შემდგარი თუ შესაძლო გარიგებების შესახებ იწერება
საფეხბურთო იტალია სატრანსფერო ციებ-ცხელებაშია ჩართული და სპორტულ პრესაში მეტწილად შემდგარი თუ შესაძლო გარიგებების შესახებ იწერება.

რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი უკვე გაიჩარხა და როგორც ჩანს, კიდევ არაერთი შეთანხმება მიიქცევს ჩვენს ყურადღებას. გუშინდელ ნომერში, სერია A-ს პირველი ათი გუნდის (ლათინური ანბანის მიხედვით) სატრანსფერო გეგმების შესახებ გაგაცანით, დღეს კი მეორე ათეულზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

ლაციო

ძალიან ბევრს საუბრობენ ჯიბრილ სისეს შესაძლო აბარგების შესახებ, მაგრამ კლუბის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ ყველანაირი ეჭვი გაფანტა - მისი თქმით, სისე დარჩება "ლაციოში" და კონტრაქტის პირობებს სრულად შეასრულებს. ხშირად ისმის ლუკას პოდოლსკის რომაულ კლუბში შესაძლო გადაბარგების შესახებ, სადაც მას თვით მიროსლავ კლოზე ეპატიჟება. "ლაციოს" ტიფოზებისთვის ეს უდიდესი საშობაო საჩუქარი იქნებოდა, მაგრამ გერმანელ შემტევს ლონდონის "არსენალიც" "ეკურკურება" და რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლუკასი. "ლაციო" რომ მარკო პაროლოს გადაბირებას ლამობს "ჩეზენადან", ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ.

ლეჩე

"ლეჩეში" ბევრი რამე და ვინმეა შესაცვლელი, მაგრამ კლუბის მესვეურებს ფინანსური პრობლემები აქვთ. სხვადასხვა გუნდები დაინტერესებას იჩენენ კუადრადოს, მურიელის და ჯაკომაცის მიმართ, თუმცა რაიმე კონკრეტული წინადადების შესახებ ჯერჯერობით არ გვსმენია. იყო საუბრები იმის შესახებ, რომ "ლეჩეში" შესაძლოა ვინჩენცო იაკვინტა გადავიდეს, მაგრამ საქმე ჯერჯერობით არ დაძრულა. მოკლედ, ამ გუნდის გულშემატკივრებს, თუ ასეთები საქართველოში არიან, საინტერესოს ვერაფერს ვეტყვით.

მილანი

"მილანის" მესვეურების მთავარი და შეიძლება ითქვას ერთადერთი სამიზნე კარლოს ტევესია, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" სულ ტყუილად არის და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურს. "როსონერი" თავად ფეხბურთელისთვისაც მისაღები ვარიანტია, მაგრამ ინგლისური კლუბი არგენტინელ ვარსკვლავს იოლად ვერ ელევა. ერთი ხანობა, აქტიურად საუბრობდნენ "მილანში" მაქსი ლოპესის გადაბარგების შესახებ, მაგრამ ადრიანო გალიანიმ ერთი ფრაზით ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა: "ტევესი, ან არავინ".

ნაპოლი

ედუარდო ვარგასის სახით, "ნაპოლიმ" ძალიან ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი შეიძინა, რომელზეც ევროპული ფეხბურთის გრანდებს ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული. ეს უმთავრესი ნეაპოლური სიახლეა და აქვე დავძინოთ, რომ ვარგასი ჩილეს ნაკრების ფეხბურთელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვალტერ მაძარის გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის ანჯელო პალომბო, რომელიც "სამპდორიას" ღირსებას იცავს. დიდია შანსი, "ნაპოლი" ჯუზეპე მასკარამ დატოვოს, რომელსაც "ნოვარაში" ეპატიჟებიან. ამასთან, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უკვე განაცხადა, რომ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აღარ აპირებს და მაქსიმუმ ერთი მოთამშე გადაიბიროს.

ნოვარა

"ნოვარა" გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდია, რომელიც ზამთარში ორი-სამი მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება, რომელთაგან ერთი ჯუზეპე მასკარაა და ამის შესახებ ზემოთაც აღვნიშნეთ. მოკრძალებული ამბიციების გუნდი ლუკა ტონის გადაყვანასაც ლამობს, თუმცა ჯერჯერობით ამ საქმისგან არაფერი გამოდის. ამ გუნდში არც ფეხბურთელია ისეთი, ვისზეც ნადირობაა გამოცხადებული და გამომდინარე აქედან, "ნოვარა" ალბათ სატრანსფერო პერიოდის ბოლომდე პასიური იქნება.

პალერმო

ილიჩიჩი და ბაჩინოვიჩი არსად წასვლას არ აპირებენ და "პალერმოში" რჩებიან, ფაბრიციო მიკოლიმ კი სურვილი გამოთქვა, რომ კარიერა სწორედ სიცილიის დედაქალაქის გუნდში დაასრულოს. მოკლედ, "პალერმოს" გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ და შესაძლო შენაძენებზე გაამახვილონ ყურადღება. მაურიციო ძამპარინის მაქსი ლოპესის გადაბირება რომ უნდა და მასში 10 მილიონი ევროს გადახდაზე ფიქრობს, ზემოთაც მოგახსენეთ - გარდა ამისა, უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ სიცილიურ გუნდს ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი, 29 წლის არევალო რიოსი შეუერთდება. მის სანაცვლოდ პალერმოელები მექსიკური კლუბის, "ტიხუანის" ანგარიშზე 3.5 მილიონ ევროს გადარიცხავენ.

პარმა

მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ შესაძლოა "პარმას" მესვეურებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფრანკო კოლომბა გაათავისუფლონ და მის ადგილზე ლუიჯი დელ ნერი დანიშნონ. ემილიელებს მიმდინარე სეზონში ევროტურნირის საგზურისთვის ბრძოლა ჰქონდათ განზრახული და ჯერჯერობით, ეს საქმე მთლად კარგად არ გამოსდით - ამიტომ, კოლომბას გაშვების საკითხი დგას დღის წესრიგში. რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ "პარმას"'ღირსებას ბერძნული "პანათინაიკოსის" გარემარბი სატირის ნინისი დაიცავს, რომელიც 21 წლის გახლავთ. იტალიური სპორტული პრესის ცნობით, "პარმაში" ნინისი წლიურად 750 000 ევროს მიიღებს. იყო საუბრები სერჯო ფლოკარის ემიალადან აბარგების შესახებ, თუმცა რამდენიმე დღის წინ, პარმეზანელებმა მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხეს.

რომა

ლუის ენრიკე "რომაში" კატალონიიდან ჩავიდა და იტალიის დედაქალაქში ახალ "ბარსელონას" ქმნის, რაც ყველაფერში იგრძნობა. ესპანელმა სპეციალისატმა უკვე შეარჩია ის ბირთვი, ვისაც დაეყრდნობა, სხვები კი უბრალოდ არ სჭირდება, მათ შორის არც მარკო ბორიელო, რომელიც "იუვენტუსში" გაუშვა. "ბარსელონას" მსგავსად, "რომასაც" ფრთხლი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს და ამიტომ, "ტრიგორიაზე" მაქსიმუმ ერთი ან ორი ახალი მოთამაშე გამოჩნდეს. ჯერჯერობით, მხოლოდ ფრედი გუარინზე გავიგეთ, რომ მისით დედაქალაქური გუნდია დაინტერესებული. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ გუარინი "პორტუს" ნახევარმცველია და მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს. აქვე ვთქვათ, რომ არის შანსი "ჯალოროსი" ჟუანმა დატოვოს და ყოფილ კლუბს, ლევერკუზენის "ბაიერს" დაუბრუნდეს - ამასთან დაკავშირებით, ლუის ენრიკეს ჯერ თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

სიენა

ტოსკანური გუნდი ახალი დაბრუნებულია სერია A-ში და ბუნებრივია, რომ მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. ჯერჯერობით, "სიენას" მე-15 პოზიცია უკავია სატურნირო ცხრილში და მხოლოდ სამი ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ "ნოვარას". ტოსკანელებს რამდენიმე ისეთ ფეხბურთელზე აქვთ თვალი დადგმული, რომლებიც იტალიურ გრანდებში ასპარეზობენ, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებიან - მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სალი მუნტარი გახლავთ "ინტერიდან", ან თუნდაც ახალგაზრდა მცველი ფრედერიკ სორენსენი "იუვენტუსიდან". ვნახოთ, რა გამოუვათ "სიენას" მესვეურებს.

უდინეზე

ფრიულელებს მშვიდად შეუძლიათ იყვნენ, რადგან ანტონიო დი ნატალემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კარიერის დასრულება სწორედ "უდინეზეში" სურს. როდესაც უდინე ალექსის სანჩესმა დატოვა, ბევრმა გუნდს მძიმე მომავალი უწინასწარმეტყველა, მაგრამ სკეპტიკოსტან მოლოდინი არ გამართლდა - როგორც გამოჩნდა, "უდინეზეში" მთავარი არა სანჩესი, ან ნებისმიერი სხვა, ახალგაზრდა და თუნდაც ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი, არამედ ვეტერანი ტოტო დი ნატალე გახლავთ. ამიტომ, ფრიულელმა გულშემატკივრებმა ძალიან მშვიდად მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ ანტონიო ფლორო ფლორესი შესაძლოა "ფიორენტინაში" გადავიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა