სამთო-სათხილამურო სპორტი. მსოფლიოს თასი
აგრძელებს მსოფლიოს თასზე სლალომის დისციპლინაში დომინირებას ავსტრიელი მარლის შილდი - გუშინ, ზაგრებში მან ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გაიფორმა.

შილდმა გაიმეორა ამერიკელი ლინდსი ვონის მიღწევა, ვინც 2009-10 წლების სეზონში ზედიზედ მოიგო ხუთი სწრაფდაშვება.

ავსტრიელის დომინირება აშკარა იყო - მან ორივე დაშვებისას საუკეთესო დრო აჩვენა და უახლოეს მდევარს, სლოვენიელ ტინა მაზეს წამი და 4 მეათედი მოუგო. მესამეადგილოსანი მიხაელა კირხგასერის ჩამორჩენა 2 წამი და 27 მეათედი იყო. ეს ამ ავსტრიელის პირველი პოდიუმია სლალომის დისციპლინაში.

აღსანიშნავია, რომ შილდისთვის ზაგრების ტრასა ფეხბედნიერია - მან აქ მეოთხედ მოიგო სლალომი. სულ კი მის ანგარიშზე მსოფლიოს თასზე 34 გამარჯვებაა და აქედან 32 სლალომზე მოდის. აქამდე ზედიზედ ხუთი სლალომი ლეგენდარულ შვეიცარიელს ფრენი შნაიდერს ჰქონდა მოგებული 1989-90 წლების სეზონში.

შილდი წელს კიდევ ერთი ლეგენდის, ხორვატი იანიცა კოსტელიჩს რეკორდს უმიზნებს - მან 2000-01 წლებში რვა სლალომი მოიგო.

შილდის მორიგი წარმატების მიუხედავად, მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში ლიდერობას ამერიკელი ლინდსი ვონი ინარჩუნებს, რომელიც 101 ქულით უსწრებს ავსტრიელს. ვონი წინა სამ სეზონში ვერ ასრულებდა ზაგრების სლალომს, ახლა კი პირველი ცდის შემდეგ 24-ე ადგილზე იყო, მაგრამ მეორე ცდაზე მეორე შედეგი აჩვენა და საბოლოოდ, ათეულში მოხვდა.

ვონს გაუმართლა იმ მხრივ, რომ ბოლო წლებში მისმა მთავარმა კონკურენტმა, გერმანელმა მარია რიშმა ფინიშამდე ვერ მიაღწია, რითაც ამერიკელმა კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა მოქმედ ჩემპიონთან - სხვაობა მათ შორის 300 ქულას აღემატება.

სლალომი

1. მარლის შილდი (ავსტრია) - 2:01.32 (59.34+1:01.98); 2. ტინა მაზე (სლოვენ) - 2:02.72 (1:00.24+1:02.48); 3. მიხაელა კირხგასერი (ავსტრია) - 2:03.59 (1:00.50+1:03.09); 4. მანუელა მოელგი (იტა) - 2:04.06 (1:00.98+1:03.08); 5. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვედ) - 2:04.15 (1:00.58+1:03.57); 6. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 2:04.29 (1:00.72+1:03.57).

საერთო ჩათვლა

1. ლინდსი ვონი (აშშ) - 641; 2. მარლის შილდი (ავსტრია) - 540; 3. ტინა მაზე (სლოვენ) - 390; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 368; 5. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 336; 6. მარია რიში (გერ) - 326.

ზაგრებში მამაკაცების სლალომიც გაიმართა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა ივიცა კოსტელიჩმა. ისტორიული იმიტომ, რომ ხორვატს აქამდე სამშობლოში არასოდეს ჰქონდა მოგებული ეტაპი, არადა, სხვადასხვა ქვეყანაში მის ანგარიშზე 20 გამარჯვება მოდის.

ეს იყო იანვარში მამაკაცებს შორის პირველი სტარტი და, შესაძლოა, ისევ ვიხილოთ კოსტელიჩის გარღვევა. საქმე ისაა, რომ შარშან, იანვარში ხორვატმა შვიდი რბოლა მოიგო და 999 ქულა მოიპოვა, რამაც შემდეგ გენერალურ კლასიფიკაციაში პირველობა მოუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე