ლვოვის "კარპატიში" გადასული ნახევარმცველი "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობაში გატარებულ პერიოდზე წუხს
"ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილი და საქართველოს ნაკრების 22 წლის წევრი ბუბა დაუშვილი კი "კარპატის" ფანების ვებგვერდმა საზოგადოებას ახლახან წარუდგინა.

"საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 2012 წლის 1 იანვრიდან ლვოვის "კარპატის" საკუთრება გახდა. კონტრაქტი ოთხ წელზეა გათვლილი და ჯერ კიდევ ზაფხულში გაფორმდა", - იუწყება fckarpaty.com.ua.

გუშინ ბუბას ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ უკრაინულ კლუბს უახლოეს დღეებში შეუერთდება: "ლვოვში 7 ან 8 იანვარს ღამით გავემგზავრები. 10 იანვარს სამედიცინო შემოწმებაა, 21-მდე ლვოვში ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე ვიმუშავებთ, 22 იანვრიდან კი გუნდს ანთალიურ შეკრებაზე მივყვები".

ასე დასრულდა დაუშვილის ექვსწლიანი კარიერა "ზესტაფონში", რომელსაც სიამოვნებით იხსენებს:

"გუნდს, ბიჭებს თბილად დავშორდი. ექვს წელიწადს უკვალოდ არ ჩაუვლია, უმადური კაცი არ ვარ, ამიტომ მინდა, მადლობა ვუთხრა "ზესტაფონს". მან ბევრი მომცა, იყო და დარჩება ჩემთვის ყველაზე ძვირფას და მშობლიურ კლუბად, ყოველთვის "ზესტაფონის" გულშემატკივარი ვიქნები. უღრმესი მადლობა გუნდის ქომაგებს, არასოდეს დამავიწყდება მათი თანადგომა და სითბო.

მიუხედავად იმისა, რომ "კარპატისთან" გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ დუბლებში გადამიყვანეს, გუნდის შეხვედრებს არ ვაცდენდი, მსიამოვნებდა, ბიჭები აზრიან და შემტევ ფეხბურთს რომ თამაშობდნენ. მინდა, წარმატება ვუსურვო ჭიაბრიშვილს. ნიჭიერი კაცია, ბიჭები პატივს ვცემთ და მჯერა, გუნდს კიდევ უფრო განავითარებს".

დაუშვილმა "ზესტაფონში" საშემოდგომო ეტაპზე მხოლოდ პირველ ტურში ითამაშა ქუთაისის "ტორპედოსთან", ისიც შეცვლაზე და მხოლოდ 15 წუთი.

"რას ვიზამ, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ფილმებშია. სამწუხაროდ, ჩემს წამოსვლას უსიამოვნებაც მოჰყვა. ყველაფერი "კარპატისთან" წინასწარი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შეიცვალა. "ზესტაფონი 2"-ში გადამიყვანეს და ხელფასიც შემიმცირეს. ეს ბოლო ხუთი თვე ყველანაირად გამიჭირდა. ასე იგრძნობს თავს ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ძირითადი შემადგენლობის მოთხოვნებსა და რეჟიმს არის შეჩვეული, ეროვნული ნაკრების წევრია და უცებ დუბლებში გადაისვრიან. დუბლებშიც არ მათამაშებდნენ, მიზეზად ის მითხრეს, რომ თურმე ძალიან მოვუკელი. არადა, თუ ასე იყო, "ლელომ" წინა სეზონში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად რატომ დამასახელა?

თამაში არ მიწევდა, დუბლებში ძირითადის მსგავსი დატვირთვები არ მქონდა და ასე ფორმის შენარჩუნება გამიჭირდა. მართალია, ჩემით ვვარჯიშობდი, მაგრამ უთამაშებლად მაინც უკან მიდიხარ და არ დავმალავ, ძალიან ჩამოვრჩი.

შეიძლება, ყველაფერი დამაბრალონ, მაგრამ "ზესტაფონისთვის" ყოველთვის თავდადებით ვთამაშობდი, უგულოდ არასოდეს გავსულვარ მოედანზე. იყო შემთხვევა, ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩის წინა დღეს სიცხემ 39 გრადუსამდე ამიწია. გეგუჩაძემ მკითხა, თავს როგორ გრძნობო. თამაში ისე მინდოდა, მეორე დღეს დასუსტებული მოედანზე მაინც გავედი და 2 გოლი გავიტანე.

ასე მგონია, კლუბის წინსვლაში ამ ექვსი წლის განმავლობაში მეც შევიტანე პატარა წვლილი. მაგრამ ყველას თავისი პრინციპები აქვს, მათ შორის მეც, მინდა წინსვლა, პროგრესი და მომავლისკენ გავიხედე. ვერ დაველოდები იმ დროს, როდესაც საქართველოს ჩემპიონატის დონე უკრაინისას გაუტოლდება. იქ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, ინფრასტრუქტურასა და პირობებზე აღარაფერს ვამბობ. იქაურ სტადიონებზე თამაში ერთი სიამოვნებაა.

სხვათა შორის, გუნდი უკომპენსაციოდაც არ დამიტოვებია, "ზესტაფონი" ლვოველებისგან 200 ათასამდე დოლარს მიიღებს და მიამჩნია, რომ გუნდის წინაშე ჩემი ვალი მოვიხადე", - ამბობს დაუშვილი.

ბუბა დარწმუნებულია, რომ ახალი გუნდის შერჩევისას ყველაფერი კარგად გაიაზრა:

"კარგად ვიცი, განვითარების რა ეტაპზე ვარ, უკრაინაში რა სტილის ფეხბურთია, რა არჩევანი გავაკეთე, როგორ გუნდში მივდივარ და სულაც არ ვნანობ გადასვლას, როგორც ამბობდნენ. იქაური ფეხბურთი ათლეტურია, ბევრი ბრძოლა-ჯახია და, იმედია, ახალ გუნდში და ჩემპიონატში არ დავიკარგები. მეც მიყვარს ბრძოლა და ჟინით თამაში. თავი "ზესტაფონშიც" არასოდეს დამიზოგავს და ლვოვშიც შევეცდები, რომ ჩვენი ფეხბურთის სახელი არ შევარცხვინო. გაზრდა კიდევ მჭირდება, მაგრამ შრომა არასოდეს დამზარებია.

"ზესტაფონის" დუბლებში გადაყვანის მიუხედავად თემურ ქეცბაია ნაკრებში მუდამ მიწვევდა და ამის გამო საჯაროდ მადლობა უნდა ვუთხრა, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო. თუ ფორმაში ჩავდგები და კიდევ მიმიწვევს, ყველაფერს გავაკეთებ, მისი ნდობა რომ გავამართლო.".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

daviti
ქეცბაიამ უგუნდოდ,2კვირის დარჩენილი ასათიანი არ მოიწვია ნაკრებში სათამაშო პრაკტიკა არ აქვსო,აგერ დაუშვილი თვითონ ამბობს,დუბლებშიც არ მათამაშებდნენ,არც დატვირთვბი იყო შესაბამისიო და ძალიან ჩამოვრჩიო,ნაკრებში კი ყოველთვის იძახებდნენ.არის აქ სადმე ლოგიკა?რაც შეეხბა თვითონ ბუბას,არ ვიცი,არ ვარ ინფორმირებული როგორ წავიდა და დამნაშავეა თუ არა კლუბთან,კოკაიაც არ ჩანს მანდამაინც ფრთიანი ანგლოზი.ზოგადად კი,ფხბურთელი,ქვეყანაში სადაც ფედერაციის პრეზიდენტი სამარცხვინო ამინისტიის აქტებს უშვებს ერპიროვნულად,თუ კი პროგრსსზე ფიქრობ უნდა წახვიდე აუცილებლად,ან დარჩე და ყანებში გამართულ,იმ სამარცხვინო მაიმუნობაში უნდა მიიღო მონაწილეობა რასაც საქართღბელოს ჩემპიონათი ქვია.
ramo
მანდ რაღაც ვერ მოხდა ეტყობა ისე, რომ ჩვენ მოგვეწონოს. მოდი ნუ გავაღრმავებთ, დაე უცოდველმა ესროლოს ქვა. რაც შეეძლება წასვლას, მე მგონი უნდა წავიდნენ, ოღონდ იქ უნდა იმუშაონ და არა იგულაონ.
დევიდ აირონს
კი, შეიძლება არ არის ცუდი ადამიანი, მაგრამ ზესტაფონთან არასწორად მოიქცა, კლუბის ხელმძღვანელობა უნდა ჩააყენო ასეთ დროს საქმის კურსში... საერთოდ კარპატი ასეთ საქმეებში განთქმულია, თარგამაძესაც ეგენი უპირებდნენ გადაბირებას, მაგრამ დათო კაცურად მოიქცა და უთხრა ოლექსანდრიის პრეზიდენტს...
fani
ახლა როცა ასეთ ,,გრანდში,, გადავიდა შეიძლება გავუგოთ და გავამართლოთ დაუშვილის უმადურობა ზესტაფონის მიმართ..... მართალია როცა პერსპექტივაზე აკეთებს აქცენტს მასე პერსპექტივისთვის და დონის ასამაღლებლად გადავიდნენ უკრაინაში ბურდული,ჯაკობია და კიდევ ბევრი და რა დონეც აიმაღლეს ყველა ხედავს!
Giorgipirweli
უნდა წასულიყო, აბა ზესტაფონში ხო არ დაბერდებოდა, მაგრამ უკეთეს გუნდში უნდა გადასულიყო. კარპატი კი არაფრით ზესტაფონს არ ჯობია. როგორ დავიჯერო, ასეთ კარგ ფეხბურთელს აღმოსავლეთ ევროპიდან შემოთავაზება არ ქონდა.
kapo
mimino რაც არ იცი, ნუ დაწერ რა. არ წასვლაზე არ არის აქ საუბარი და აღარ გვინდა ამ ტემის გაღრმავება, არაა სასიამოვნო და იმიტომ. 200 ატას რატომ მიიღებს ზესტაფონი, იცი?
mimino
გაუმარჯოს დაუშვილის!რატომ არ უნდა წასულიყო-6წელი რა მარტო ბუბამ იხეირა ზესტაფონით?ზესტაფონმა ხომ ბევრად მეტი იხეირა.კოკაიამ ავი ძაღლივით გაუკეთა დაუშვილს.არაა ზესტაფონი-ლივერპული და დაუშვილი-ჯერარდი,რომ ყველანაირად ხელი შეეწყოს მის პროფესიონალურ წინსვლას
Shoti
არ მომეწონა დაუშვილის ქცევა. კლუბმა გაზარდა, ფეხბურთელად დააყენა. რამდენი ნიჭიერი, ბუბაზე 5 ჯერ ნიჭიერები ანებებენ ფეხბურთს თავს, არ უმართლებთ ან სხვ. ამას კი გაუმართლა. ზესტაფონის დამსახურებაა, რო მაგ ბიჭი დღეს ფეხბურთს თამაშობს და არა ბუბასი... ასე წასვლა არ შეიძლება.. მითუმეტეს ისეთი გაჭირვებული კლუბებიდან, როგორიც ქართული კლუბებია... ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
kapo
200 000 დოლარი არ არისაქ ბუბა მთავარი, ეს შენც იცი. ძარია საერთოდ უფასოდ გაუშვეს და არც არანაირი პრობლემა შექმნია,პირიქით ეხმარებიან კლუბის მოძებნაში. კიდევ ვიმეორებ, შეუცდომელი არავინაა, მადლობა კიდევ ერთხელ დაწარმატებები
kapo
მადლობა ბუბას. წარმატებებს ვუსურვებ მომავალში. სხვაგვარადაც შეიძლებოდა წასვლა, უკეთეს გუნდშიც, მაგრამ შეუცდომელი არავინაა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს