საქართველოს ძალოსანთა ნაკრები წუხელ ჩეხანოვოს გაემგზავრა და პოლონელებთან ერთად სამკვირიან საწვრთნელ შეკრებას გაივლის
ქართველი ძალოსნებისთვის შარშანდელი სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა: გია მაჭავარიანმა (105 კგ) ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიხვეჭა - ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.

მანვე პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაო დაიმსახურა, ხოლო აკვრასა და ორჭიდში მეოთხე იყო - კვარცხლბეკამდე კილოგრამიღა დააკლდა. 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე სამჯერ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა ტალახაძე (მძიმე წონა), ამავე შეჯიბრებაზე სამ-სამი ვერცხლი მოიპოვეს ოცწლამდელებში გიორგი ლომთაძემ (69) და ოცდასამწლამდელებში დავით გოგიამ (105). ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენმა ათლეტებმა პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატზე ანტალიაში მოპოვებული ქულები განამტკიცეს და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის სამ საგზურსაც გამოკრეს ხელი.

როგორია ქართველი ძალოსნების წლევანდელი გეგმები, ამის შესახებ ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის რამაზ გურგენიძის ნაამბობიდან შეიტყობთ:

- ლონდონის ოლიმპიადისთვის გეგმაზომიერი მზადება პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე დავიწყეთ: ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით შვიდი ათლეტი - გია მაჭავარიანი (105), დავით გოგია (105), რაულ ცირეკიძე (85), ბაჩანა ქუხილავა (69), ზურიკო თავაძე (77), ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე - მძიმე წონა) - სამკვირიან შეკრებაზე ჩეხანოვოში (პოლონეთი) იმყოფებოდა.

იქიდან დამთავრების შემდეგ წლის მიწურულს ქუთაისმა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც უმთავრესად ახალგაზრდებმა გამოსცადეს ძალები. რადგან ნაკრების ძირითად ბირთვს მწვრთნელებმა დასვენების უფლება მისცეს. თავი გამოიჩინეს ახალგაზრდებმა - იკა ცანავამ (94), ვილიამინ ალექსიძემ (105), ჯაბა ჩიბურდანიძემ (77), შოთა მიშველაძემ (62) და ალუდა მანაგაძემ (105). მათგან ეროვნული გუნდი ღირსეულ შევსებას მიღებს.

ნაკრები იმავე შემადგენლობით წუხელ ისევ ჩეხანოვოს გაემგზავრა და პოლონელებთან ერთად სამკვირიან საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

პირველი თებერვლიდან ყველა პერსპექტიული ათლეტი ნაკრების წევრების გვერდით ერთ თვეს დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე დაყოფს. ეროვნული გუნდის ის ხუთი წევრი, რომლებიც ოლიმპიადისთვის სპეციალური პროგრამით ემზადებიან, მარტიდან ისევ პოლონეთს მიაშურებს, ამჯერად უკვე - ორი თვით. სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ, 6-16 აპრილს ანტალია ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ამ შეჯიბრებაში ის ქართველი ძალოსნები გამოვლენ, რომლებიც ოლიმპიადაზე ვერ გაემგზავრებიან. 18-31 მაისს კი ეროვნულ ჩემპიონატს ჩავატარებთ, სადაც ყველა უძლიერესი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი მთავარი მიზანია 2012 წლის თამაშებისთვის საფუძვლიანად მომზადება და ბრიტანეთის დედაქალაქში მედლის მოპოვება. საამისოდ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ათლეტები და მწვრთნელები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა