ესპანეთის ჩემპიონატში მესამე პოზიციაზე "ალიკანტეა", რომელშიც საქართველოს ნაკრების ყველაზე სტაჟიანი უცხოელი თამაშობს
ესპანეთის ჩემპიონატში სხვადასხვა დროს არაერთი ქართველი კალათბურთელი თამაშობდა, წლეულს კი პირენეების უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი მოთამაშეები იღწვიან.

ახალგაზრდა (17 წლისაა) ბექა ბურჯანაძე სევილიის "კახასოლის" მთავარ გუნდთან კი ვარჯიშობს, მაგრამ წლეულს ჯერ არ უთამაშია.

"გრან კანარიაში" საქართველოს ნაკრების 2010 და 2011 წლებში მოასპარეზე ნატურალიზებულები გამოდიან: მარკიზ ჰეინსი და ტორინ გრინი. ამ უკანასკნელმა ფეხის ტრავმის შემდეგ ფორმა სათანადოდ ჯერაც ვერ აღიდგინა. ვერც ბოლო ტურში გამოირჩა: "სარაგოსასთან" გასვლით მატჩში მოედანზე 11 წუთი გაატარა და 3-3 მოხსნა-პასს დასჯერდა. გრინმა ერთი სამქულიანი ისროლა, თუმცა არაზუსტად.

ქულების სიუხვით ვერც ჰეინსი დაიკვეხნიდა. მის ანგარიშზე 8 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი), 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მარკიზმა 23 წუთი ითამაშა. "გრან კანარიამ" დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით წააგო - 61:63.

14 ტურის შემდეგ 5 მოგებით კანარელები მე-13 ადგილზე არიან (ჩემპიონატში სულ 18 გუნდია). ბევრისთვის მოულოდნელად მესამე პოზიციაზეა "ალიკანტე", რომელსაც 11 მოგება აქვს. ამ გუნდის წარმატება იმიტომაცაა სასიამოვნო, რომ მასში საქართველოს ნაკრების ყველაზე სტაჟიანი უცხოელი ტაირონ ელისი (1977 წელსაა დაბადებული) თამაშობს, თანაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო ტურში ტაირონმა 34 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. როგორც სჩვევია, ქულათა უმეტესობა სამქულიანი ტყორცნებით მოაგროვა: ორქულიანი - 3/1, სამიანი - 9/3, საჯარიმო - 4/4.

ელისისა და პედრო ლიომპარტის (22 ქულა) კარგი გარჯა "უნიკახას" ძლევის საწინდარი გახდა. "ალიკანტემ" 84:78 იმარჯვა, რისთვისაც ოვერტაიმი დასჭირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე