"ჩელსის" 33 წლის თავდამსხმელი დიდიე დროგბას ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
"ჩელსის" 33 წლის თავდამსხმელი დიდიე დროგბას ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია - აფრიკის თასის შემდეგ ის "ლურჯებში" აღარ დაბრუნდება.

"გარდიანის" ცნობით, ფეხბურთელი კვირას "პორტსმუთთან" თასის შეხვედრაშიც არ ითამაშებს და დაგეგმილზე ადრე წავა ნაკრების შეკრებაზე.

შეგახსენებთ, რომ გაბონსა და ეკვატორულ გვინეაში გასამართი ტურნირი 21 იანვარს იწყება. აფრიკული ნაკრებები ფეხბურთელებს 7იანვრის შემდეგ ელოდებიან. "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" დიდი ხანია ცდილობენ კოტ დივუარის ფედერაცია დაიყოლიონ, რათა იაია და კოლო ტურეები და ჟერვინიო დამატებით კიდევ რამდენიმე დღით გააჩერონ კუნძულზე თასის მატჩებში საასპარეზოდ. აი, დროგბამ კი თავად თქვა უარი ლონდონში დარჩენაზე.

დიდიეს შემდგომი კარიერა ცალკე თემაა. "ასტონ ვილა" მზადაა ფეხბურთელს ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს, ის, რაზეც "ჩელსიმ" მას უარი უთხრა. თანაც ბირმინგემული კლუბი დიდიეს ზუსტად იმ ხელფასს გადაუხდის, რასაც ის ითხოვდა - 120 ათას ფუნტს კვირაში.

"ვილას" თავდამსხმელი ჰაერივით სჭირდება, რადგან, როგორც ჩანს, სეზონის ბოლომდე იჯარით, მერე კი ალბათ სამუდამოდ მოუწევს დარენ ბენტთან განშორება, ვინც "ლივერპულში" გადადის. ბირმინგემელები სწორედ ბენტის გაყიდვით მიღებული ფულით აპირებენ დროგბას ხელფასის დაფარვას.

დროგბას "ვილაზე" ბევრად უფრო სარფიან წინადადებას ჩინური "შანხაი შენხუა" სთავაზობს - წელიწადში 23 მილიონ ევროს. თუმცა თავად ივუარელს ევროპიდან წასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა