გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრიულურ კლუბში 25 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი, ფერნანდესი გადავიდა
აქამდე გვეგონა, რომ "უდინეზეს" მესვეურები მხოლოდ ფეხბურთელთა სარფიანად გაყიდვით გახლდნენ დაკავებულნი, მაგრამ არც მთლად მასე ყოფილა საქმე - გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრიულურ კლუბში 25 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი ფერნანდესი გადავიდა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 37 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.

2007 წლამდე ფერნანდესი შვეიცარიულ "სიონში" ასპარეზობდა, რის შემდეგაც "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა და ინგლისურ გუნდში 59 შეხვედრაც გამართა. 2009 წელს ფრანგულ "სენტ ეტიენში" გადავიდა, რასაც მისი ჯერ "კიევოში", შემდეგ კი ინგლისურ "ლესტერში" გათანთხოვრება მოჰყვა - მოკლედ, ბოლო დრომდე მის სატრანსფერო უფლებებს "სენტ ეტიენი" ფლობდა და უდინელებმაც სწორედ ფრანგებთან აწარმოეს მოლაპარაკებები. ჯერჯერობით, ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება, ფრანჩესკო გვიდოლინი კი ტრანსფერს კმაყოფილებით შეხვდა:

"ფერნანდესი უნივერსალური თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელია და თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. მის გამოყენებას უფრო შუა ხაზში ვაპირებ, რადგან ბოლო პერიოდში მეტწილად ნახევარმცველის მოვალეობებს ასრულებდა. ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ ფერნანდესი სრულად გაამართლებს ჩემს მოლოდინს".

ამასობაში, სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობენ ანტონიო ფლორო ფლორესის "ფიორენტინაში" შესაძლო გადაბარგების შესახებ. თუმცა, აღნიშნულ ცნობებს უდინელთა თავკაცმა ჭორი უწოდა:

"თავდასხმაში ისე არ გვილხინს, რომ ფლორო ფლორესის დონის მოთამაშე ასე იოლად გავუშვათ. ჯერჯერობით, მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს არავინ გვთავაზობს და გამომდინარე აქედან, არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ანტონიო უდინეში დარჩება და მინიმუმ სეზონის ბოლომდე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა