კარლოს ტევესის აგენტის თქმით, მის კლიენტს სურს კარიერა "როსონერიში" გააგრძელოს
დღე არ გავა, რომ კარლოს ტევესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს. დიდი ხანია ცნობილია, რომ მისი გადაბირება "მილანის" მესვეურებს სურთ, თუმცა ბოლო პერიოდში "ინტერის" ხელმძღვანელებიც გააქტიურდნენ და 27 წლის არგენტინელი ფორვარდის გადასაბირებლად ნაბიჯებიც გადადგეს.

"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტევესის სანაცვლად მასიმო მორატი მზადაა 22 მილიონი ევრო გადაიხადოს და ეს უკვე შეუთვალა კიდეც ფეხბურთელის პირად აგენტ კია ჯურაბჩიანს.

ამასთან, მორატიმ მისი გუნდის არგენტინული ლეგიონი ჩართო საქმეში, რომლებიც აქტიურად უკავშირდებიან თანამემამულეს და მას არჩევანის "ინტერზე" შეჩერებას ურჩევენ.

მიუხედავად ამისა, ტევესის სიმპათიები "მილანისკენ" იხრება, რაზეც ჯურაბჩიანის სიტყვები ნათლად მეტყველებს:

"დიახ, "ინტერიდან" მართლაც შეგვეხმიანნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩვენ უფრო "მილანისა" და "მანჩესტერ სიტის" მოლაპარაკებებით ვართ დაინტერესებული და თუ გსურთ, სწორედ ამ საკითხზე გავაკეთებ კომენტარს.

ტევესის სურვილია, რომ კარიერა "როსონერიში" გააგრძელოს, ამისთვის კი საჭიროა, რომ კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ამჟამად, მე და ჩემი კლიენტი რიო დეჟანეიროში ვართ და აქედან ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა