"ბარსელონამ" ფაქტობრივად გაინაღდა "კოპა დელ რეის" მეოთხედფინალში თამაში, სადაც, შეიძლება, "რეალს" შეხვდეს
13 სექტემბერს "მილანის" ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ რომ გაიტანა, მას მერე "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" მეტოქე გუნდს გოლი არ გაუტანია.

არადა, 12 თამაში ჩატარდა და თავად გრანდმა 53-ჯერ შეარხია სტუმართა კარის ბადე. 53:0! ოთხშაბათს ჩემპიონმა და თასის შარშანდელმა ფინალისტმა წელიწადი დამაჯერებელი მოგებით დაიწყო, "ოსასუნა" 4:0 გაანადგურა და ფაქტობრივად გაინაღდა სამეფო თასის მეოთხედფინალში თამაში, სადაც, შეიძლება, "რეალს" შეხვდეს.

პირველ ტაიმში დუბლი სესკ ფაბრეგასმა შეასრულა, მეორეში კი - ლეო მესიმ, რომელსაც, თითქოს, არ უნდა ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, ჩვენ ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ჩავის ვასახელებთ, რომელმაც 4-დან 3 გოლი შექმნა. დღის მეორე შეხვედრა "ანოეტაზე" გაიმართა, ბასკურმა "რეალ სოსიედადმა" 2:0 მოუგო "მალიორკას" და მეოთხედფინალში გასვლის ბრწყინვალე შანსი გაიჩინა. საპასუხო მატჩები თასის მერვედფინალში 10-12 იანვარს გაიმართება.

კოპა დელ რეი. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები

რეალ სოსიედადი-მალიორკა 2:0

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - ესტრადა, დემიდოვი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - ელუსტონდო, არანბურუ (81. მარიგა) - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი (71. ველა) - აგირეჩე (77. ხ. ლორენტე).

მალიორკა (4-3-3): კალატაიუდი - სენდროსი, კრესპი, რამისი, პ. კასერესი - ალფარო, ჟოაო ვიქტორი, მარტი (71. ტისონე) - ტეხერა (46. ნსუე), ჰემედი (82. აბდონი), ალვარო ხიმენესი.

გოლები: 1:0 არანბურუ (17), 2:0 აგირეჩე (54)

ბარსელონა-ოსასუნა 4:0

ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, პუიოლი -ჩავი, ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა - კვენკა (72. სანჩესი), ფაბრეგასი (86. კეიტა), პედრო (58. მესი).

ოსასუნა (4-2-3-1): რიესგო - დამია, სერხიო, ლოლო, რაიტალა - ტიმორი, ნეკუნამი - სეხუდო (66. ლამა), ანუნსიატა (83. იბრაჰიმა), რ. ტორესი (70. პუნიალი) - ლეკიჩი.

გოლები: 1:0 ფაბრეგასი (13), 2:0 ფაბრეგასი (18), 3:0 მესი (72), 4:0 მესი (91)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა