"შახტარში" საიდუმლო ფასად გადასული თარგამაძე ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერთა ათეულშია
"ოლექსანდრიას" პრეზიდენტ ნიკოლაი ლავრენკოს გუნდის ლიდერ დავით თარგამაძის დონეცკის "შახტარში" გადასვლის თაობაზე უკრაინული გაზეთი "კომანდა" ელაპარაკა.

ლავრენკომ გაზეთს დეკემბერში დარწმუნებით უთხრა, რომ თარგამაძე "ოლექსანდრიას" არ დატოვებდა და გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა, თუმცა...

"ბოლო დროს დათოსთან ურთიერთობა მიჭირდა. მას ბევრი მრჩეველი გამოუჩნდა, კლიენტის ინტერესებს აქტიურად ლობირებდა მისი აგენტიც. ცოტა ხნის წინ თარგამაძემ ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივა. მაგრამ მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტის ჩადებას ითხოვდა - დაინტერესებულ კლუბს კონტრაქტის გამოსყიდვა მისთვის მისაღები თანხის საფასურად შესძლებოდა.

ამის შემდეგ საქმეში აქტიურად ჩაერთო "შახტარი", რომელსაც თარგამაძის გადაყვანა ადრეც სურდა და დათო უკვე ამ კლუბის წევრია", - ამბობს ლავრენკო.

"ოლექსანდრიას" პრეზიდენტს დაეკითხნენ, ლიდერის გაყიდვით ნორმალური კომპენსაცია ვერ მიიღეთო?

"არა, რატომ? კონკრეტულ რიცხვს არ გეტყვით, რადგან ეს კომერციული საიდმულოა. რა თქმა უნდა, ზღაპრული თანხა არ არის, მაგრამ ჩვენთვის სავსებით საკმარისია. ფულს "შახტარი" ნაწილ-ნაწილ გადაგვიხდის. აქვე ვიტყვი: თარგამაძეს ისე ძალიან სურდა წასვლა, მას ვერანაირად ვერ შევინარჩუნებდით. დარწმუნებული ვიყავი, ორი თვის შემდეგ "ოლექსანდრიას" მაინც დატოვებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ვითარება აღარ გაგვერთულებინა, დრო და ნერვები დაგვეზოგა და ახალი წლის შემდეგ გუნდის განახლებაზე გვეფიქრა".

ლავრენკო არ ამბობს, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში რა თანხა აიღო, მაგრამ თავად თარგამაძემ "ლელოს" არ დაუმალა, რომ ლავრენკოს მიერ ზემოთ ნახსენებ პუნქტში მილიონი ევრო ჩაწერა.

დეკემბრის ბოლოს ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სია რომ გაგაცანით, ბევრი დაგვეკითხა, თარგამაძეზე რატომ არაფერი ეწერაო. ეს იმიტომ, რომ იმხანად "ტრანსფერმარკეტი" მას მხოლოდ 350 ათას ევროდ აფასებდა, ახლა კი ფაქტობრივი მდგომარეობა ისეთია, რომ თარგამაძე ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერთა სიაში მოხვდა.

ფეხბურთელი წელი კლუბები თანხა

1. კახა კალაძე 2001 ("დინამო" კიევი -"მილანი") 16 000 000

2. გიორგი ქინქლაძე 1998 ("მანჩესტერ სიტი"-"აიაქსი") 8 000 000 (5 მილიონი გირვანქა)

3. გიორგი დემეტრაძე 2000 ("დინამო" კიევი-"სოსიედადი") 4 500 000

4. ალეკო ამისულაშვილი 2011 ("ქაისერი"-"კრასნოდარი") 3 853 000 (3 000 000 ევრო)

5. გიორგი ქინქლაძე 1995 ("დინამო" თბილისი-"მანჩესტერ სიტი") 3 200 000

6. შოთა არველაძე 2001 ("აიაქსი"-"რეინჯერსი") 3 200 000 (2 000 000 გირვანქა).

7. უჩა ლობჟანიძე 2010 ("ზესტაფონი"-"დნიპრო") 2 600 000 (2 000 000 ევრო)

8. გიორგი გახოკიძე 1998 ("ალანია"-"ეინდჰოვენი") 2 000 000

9-10.

ბექა გოცირიძე 2009 ("ზესტაფონი"-"დნიპრო") 1 283 430 (1 000 000 ევრო)

დავით თარგამაძე 2012 ("ოლექსანდრია" - "შახტარი") 1 283 430 (1 000 000 ევრო)

11-12.

მიხეილ აშვეთია 2001 ("ტორპედო" ქუთაისი-"კოპენჰაგენი") 1 000 000

მალხაზ ასათიანი 2003 ("ტორპედო" ქუთაისი-"ლოკომოტივი") 1 000 000

* თანხები მოცემულია დოლარებში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avto
ბატონო მერაბ ოთარ მარცვალაძე გამოგრჩათ 3 მილიონი გადაიხადა მის სანაცვლოდ კრასნოდარმა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა