ლექსომ თავად გამოთქვა რუსთავური კლუბის დატოვებისა და უცხოეთში თამაშის სურვილი

გუშინ რუსთავის "მეტალურგმა" სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდის მმართველი დირექტორის, ბუბა ტყავაძის თქმით, "მეტალურგი" სამმა ახალაგზრდა ფეხბურთელმა დატოვა - გიგა წენგუაშვილმა, ლაშა ჩადუნელმა და ილია პავლიაშვილმა.

"ტრანსფერზე დავაყენეთ ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძეც, რადგან თავად გამოთქვა კლუბის დატოვებისა და უცხოეთში თამაშის გაგრძელების სურვილი. ის სეზონისთვის ჩვენთან ერთად არ მოემზადება.

რაც შეეხება ახალწვეულებს, ჩვენთან დაიწყეს ვარჯიში "ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ და მცველმა გიორგი ოთარაშვილმა. ველაპარაკებით კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებთანაც ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია, ამიტომ მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ", - გვითხრა ტყავაძემ.

რუსთაველთა თავკაცმა არ დამალა, რომ "ტორპედოდან" წასული ფეხბურთელებიდან (დაჩი ფოფხაძე, სევასტი თოდუა, დავით ბოლქვაძე, თენგიზ ჩიკვილაძე და გიორგი მეგრელაძე) რომელიმე, შესაძლოა, "მეტალურგში" ვიხილოთ - სავარაუდოდ, ეს უფრო ფოფხაძეზე, თოდუასა და ბოლქვაძეზე ითქმის. თუმცა "მეტალურგის" მმართველი ჯერ ამ ფაქტს არ ადასტურებს.

მეტალურგებმა მზადება რუსთავში დაიწყეს, 25 იანვრიდან კი ანთალიაში გაემგზავრებიან.

"თურქეთში შეკრება 6 თებერვლამდე გაგრძელდება. იქ ოთხი საკონტროლო შეხვედრის გამართვას ვგეგმავთ. უკვე გადაწყვეტილია, რომ 27 იანვარს შევხვდებით ტირასპოლის "შერიფს", 30-ში - ყაზახურ "ასტანას", 2 თებერვალს კი - რუმინულ "სპორტულს". მეოთხე მატჩის ჩატარება 5 თებერვალს გვსურს, მეტოქის ვინაობა ჯერ კიდევ ზუსტდება", - ამბობს ტყავაძე.

"მეტალურგს" მეკარეების ახალი მწვრთნელი ჰყავს: გიორგი ბაბუაძის ნაცვლად ამ საქმეს არჩილ ღურწკაია ითავებს.

"მეტალურგის" მმართველმა დირექტორმა სხვა სიახლეებზეც გაამახვილა ყურადღება:

"თუ ადრე დუბლების ჩემპიონატსა და ჭაბუკთა ლიგაში ჩვენი გუნდის სახელით ხელშეკრულების საფუძველზე სხვა საფეხბურთო სკოლების აღზრდილები თამაშობდნენ, ამიერიდან ეს გუნდები მთლიანად რუსთავის სკოლის მოზარდებით დაკომპლექტდება. ამას გარდა, ჩამოვაყალიბეთ "მეტალურგის" საფეხბურთო აკადემიაც - ამით რუსთაველ ბავშვებს დაწინაურების მეტი შანსი მიეცემათ და უფრო ხარისხიანი შევსების იმედიც გვექნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა