შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ მყოფ გორელებს ყველაფერი ახალი უნდათ - ფეხბურთელები, ლოგო, სლოგანი
გორის "დილაში" ნამდვილი საკადრო რევოლუცია დაიწყო. ჯერ იმას ვიტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ მყოფი კლუბის თავკაცებმა კონკურსი გამოაცხადეს და ფულადი პრიზები დააწესეს "დილას" ახალი ლოგოს, დროშის, გულშემატკივართა სლოგანის, კლუბის ჰიმნისა და ვებგვერდის შექმნისთვის.

ახლა კი წმინდა საფეხბურთო ამბებზე: გორელთა დირექტორმა ზურაბ დალაქიშვილმა გვითხრა, რომ დეკემბერში გუნდის გაძლიერება გადაწყდა:

"ახლა "დილას" სერიოზული პატრონი ჰყავს, რაც გაზრდილ ამბიციასაც გულისხმობს. ახალი გუნდის ჩამოყალიბების მიზნით კი იანვრიდან ყველა ფეხბურთელი გათავისუფლდა - ვის დავტოვებთ და ვის ავიყვანთ, ჯერ არ ვიცით".

"დილას" მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე კი არ გამორიცხავს ლეგიონერების დამატებას:

"ფაქტია, რომ გუნდს სერიოზული ხალხი პატრონობს და იმედია, ძლიერი შემადგენლობის შეკრებას მოვახერხებთ, თუმცა სელექციაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ. ამ საკითხზე ახლა ვმუშაობთ და სერიოზული დაფიქრება გვჭირდება, რადგან გუნდის შექმნისას მოთამაშეთა სწორ შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს".

გორელები სამზადისს თბილისში 9 იანვარს დაიწყებენ და "ამერსა" და "შატილზე" ივარჯიშებენ, 25 იავრიდან კი ანთალიაში გაემგზავრებიან და იქ 2 კვირა დაჰყოფენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დ
სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი პროცესი ისაა, რო რაგბის, კალათბურთის და ფეხბურთის გუნდები უმრავლდებათ შსს-ს და არმიას. ყველაფრის პოლიტიზირება რო არ შეიძლება, ეგ უთხარით ბაჩოს და ვანოს. სამინისტროების ბიუჯეტში პროფესიული სპორტული კლუბების დაფინანსება მაინც იყოს გათვალისწინებული, ეგეც კაი იქნებოდა, თორე გამოდის, რაღაც შავი ფული იხარჯება და ეს მაიმუნობა დროზე თუ არ მორჩა, დაივიწყეთ ფეხბურთი მერე.
negredo
ყველას გაშვება არ ნიშნავს იმას რომ ყველა დატოვებს გუნდს უმრავლესობასთან დაიდება გაუმჯესებული კონტრაკტები მხოლოდ მცირე ნაწილი დატოვებს გუნდს
zako
რა შუაშია ვარდები ნაღდად ვერ გავიგე, ყველაფრის პოლიტიზირება როგორ შეიძლება? უბრალოდ დაითხოვეს და ახალი ხელშEკრულებები გაფორმდება, შეიძლება ზოგი გაუშვან, ახალიც მიიღონ. ჩვეულებრივი პროცესია
უძლევი
ყველა გაუშვა შსს-მ?! გორის დილა ერთერთი საინტერესო გუნდია წელს და ეს როგორ? ყველა როგორ უნდა გაუშვათ ერთი ხელის მოსმით? ვიღაცას დამსახურება ხომ მიუძღვის დილას კარგ თამაშებში? იგივე ზესტაფონთან 4:0 არ გახსოვთ? პირველ რიგში ფეხბურთელების დამსახურება არის რომ გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობდა! ვარდების სუნი უდის ამ წმენდას.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა