იტალიურ რეჯო ემილიაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ქალებში კვლავ იყოჩაღა თბილისელმა დიდოსტატმა
იტალიურ რეჯო ემილიაში დღეს დამთავრდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წრიული სისტემით 6-6 ქალ-ვაჟი მონაწილეობს.

გუშინ მეორე წრის ბოლოსწინა ტურის პარტიები გაიმართა. ქალებში კვლავ იყოჩაღა თბილისელმა დიდოსტატმა სოფიკო გურამიშვილმა, რომელმაც შავი ფიგურებით დაძაბულ ბრძოლაში ბულგარელ ივა ვიდენოვას მე-60 სვლაზე აჯობა.

წარმატებით იასპარეზა ჩვენებურის უახლოესმა მდევარმა ბელარუსმა ანა შარევიჩმა - მასპინძელ მარიაგრაცია დე როსას 26-ე სვლაზე გააჩერებინა საათი. იტალიელმა დიდოსტატმა მარინა ბრუნელომ თანამემამულე მარიანა კიერიჩი დაამარცხა.

ცხრა ტურის შემდეგ 7,5 ქულით ერთპიროვნულად ისევ გურამიშვილი მეწინავეობს. პირველობისთვის მას ნახევარი ქულაც ჰყოფნის, რადგან შარევიჩი ქულით ჩამორჩება. ბრუნელომ 5,5 ქულას მოუყარა თავი. შემდეგ მოდიან: დე როსა-3, ვიდენოვა-2,5, კიერიჩი-2 ქულა.

ვაჟებში გუშინ ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი) და ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) დაზავდნენ, ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) თეთრებით ანიშ გირისთან (ჰოლანდია) დამარცხდა, ხოლო იტალიელმა ფაბიანო კარუანამ ნიკიტა ვიტიუგოვს (რუსეთი) მოუგო.

ცხრა ტურის შემდეგ: მოროზევიჩი, გირი, ნაკამურა-15-15, კარუანა-14, ივანჩუკი-9, ვიტიუგოვი-5 ქულა.

დღეს ბოლო ტურში ითამაშებენ: ქალები. გურამიშვილი-შარევიჩი, კიერიჩი-ვიდენოვა, დე როსა-ბრუნელო: ვაჟები. გირი-კარუანა, ვიტიუგოვი-მოროზევიჩი, ივანჩუკი-ნაკამურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა