ჩვენებს ყველაზე პასუხსაგები ასპარეზობა სტამბოლში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ელით
საქართველოს მოჭადრაკეებმა შარშან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წლის მიწურულს თურქეთში მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატში ჩვენებმა მესამე ადგილი დაიკავეს.

საგულისხმოა ისიც, რომ ამ შეჯიბრებაზე დაფების მიხედვით სალომე მელიამ ოქროს, ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. ქალთა ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატშიც მესამეზე გავიდა - ვერცხლის პრიზიორ პოლონეთს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

ქართული ჭადრაკისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თბილისში ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატის ჩატარება სარეკორდო საპრიზო ფონდით. ამ ტურნირის ორგანიზაციას ევროპის საჭადრაკო კავშირმა უმაღლესი შეფასება მისცა.

ალბათ, ამის გამოძახილიცაა, რომ წლეულს საქართველოს დედაქალაქი პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის თასის ფინალურ გათამაშებას (საპრიზო ფონდი 40 000 დოლარი) უმასპინძლებს. მთავარი პრიზისთვის სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს 12 უძლიერესი დიდოსტატი იასპარეზებს, მათ შორის - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე და 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე.

ამ შეჯიბრების გარდა, წლეულს ქართველი მოჭადრაკეები ითამაშებენ ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატებში (ქალები 1-14 მარტს თურქეთში, ვაჟები - 19-31 მარტს ბულგარეთში).

ყველაზე პასუხსაგები ასპარეზობა ჩვენებს მაინც 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ელით - სტამბოლში პლანეტის უძლიერესი დიდოსტატები მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

2010 წელს ქართველმა ქალებმა ხანტი-მანსიისკში ჩემპიონობა რუსეთს დაუთმეს. იმედია, წლეულს ისინი ტიტულის დასაბრუნებლად არაფერს დაიშურებენ. 8-18 წლის გოგონები და ვაჟები ტრადიციულ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებში, შესაბამისად, 16-26 აგვისტოსა (ჩეხეთი) და 7-19 ნოემბერს (სლოვენია) მოსინჯავენ ძალებს.

2012 წლის მიწურულს კიდევ ერთი საინტერესო ასპარეზობაა დანიშნული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - მსოფლიოს ჩემპიონატი ქალაქებს შორის. ვფიქრობთ, ქართველები არც ამ ტურნირს დააკლდებიან და ელაინიდანაც მედლებით დაგვიბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

datash
ერთადერთი თელავს აქვს უძლიერესი გუნდის გამოყვანის შანსი. მათნაძე, ჯავახიშვილი, ხოტენაშვილი, წაწალაშვილი. ეს იქნება გუნდი, რომლის მოთამაშეებიც მართლა ერთი ქალაქის წარმომადგენლები არიან და არ დასჭირდებათ სხვა ქალაქების წარმომადგენლების გადმობირება :)
kopala
მაისში თბილისში,ევროპის პირველობაზე რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის ინდივიდუალური საგზურები მოიპოვეს ჩვენმა გოგონებმა ის ტურნირი დაგავიწყდათ
kopala
სანამ რაიმეს დაწერთ გადამოწმებას გირჩევთ--ბელა ხოტენაშვილმა თავის დაფაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა