გორის "დილა" არდადეგებს 9 იანვარს ამთავრებს და სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის შეკრებაც დაეწყება
გორის "დილა" არდადეგებს 9 იანვარს ამთავრებს და სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის შეკრებაც დაეწყება. როგორც გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა გვაცნობა, გორელები სწორედ ამ დღეს თბილისში შეიკრიბებიან, ხოლო შემდეგომ უკვე თურქეთში გადაინაცვლებენ, მორიგი მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად.

"თბილისში ცხადია მხოლოდ ვარჯიშით არ შემოვიფარგლებით, გვექნება სპარინგ მატჩები სხვადასხვა გუნდებთან. ჯერჯერობით ახალი არაფერია ახალი ფეხბურთელების დამატებასთან დაკავშირებით. თუმცა ამ საკითხზე რასაკვირველია ვმუშაობთ და ფეხბურთელებს აუცილებლად დავიმატებთ.

ამჟამინდელი შემადგენლობიდანაც, თუ არ ჩავთვლით დავით რაჟამაშვილის "ზესტაფონში" გადასვლას, ჯერჯერობით არავის დავმშვიდობებივართ. "დილას" თუ კიდევ სხვა რომელიმე მობურთალი დატოვებს, სავარაუდოდ ასევე 9-ში, შეკრების დაწყებისას გახდება ცნობილი.

თბილისური შეკრების დასრულების მერე 25-ში კი უკვე ანთალიაში გადავინაცვლებთ და იმედი გვაქვს იქაც ერთობ ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გამოგვივა", - გვითხრა ხორგუაშვილმა.

შეგახსენებთ დღესდღეობით "დილა" სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა და რვა საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად საკმაოდ ძნელ ბრძოლაშია ჩართული.

საქართველოს თასის გათამაშებაში კი გორელები ნახევარფინალში არიან გასულები.

გორის ცენტრალურ სტადიონზე, როგორც ამასწინათ გაუწყებდით ახალი მინდვრის საფარი უკვე დაიგო. ამ თვალსაზრისით სიახლე ისაა, რომ დასავლეთი ტრიბუნის დემონტაჟი ბოლომდე დასრულებულია და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად ხელახლა აგებაც მალე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა