მატჩი 63 წუთი გაგრძელდა და მესამე დამატებითი დროის დასრულებასთან ერთად დამთავრდა
დუეინ ვეიდისა და ლებრონ ჯეიმსის გარეშე ატლანტაში ჩასულმა "მაიამიმ" მაინც იმარჯვა. ლიდერებისგან დაცლილმა "ჰითმა" 4 დღის წინ შინ განცდილი მარცხის საპასუხოდ რევანში აიღო.

დრამატული, დაძაბულობით აღსავსე მატჩი 63 წუთი გაგრძელდა და მესამე დამატებითი დროის დასრულებასთან ერთად დამთავრდა. მაიამელებმა მასპინძლები საბოლოოდ 116:109 დაამარცხეს.

არადა, როგორც უკვე ვთქვით, რამდნიმე დღის წინ "ატლანტამ" მაიამი სტუმრად დაამარცხა და მაშინ "ჰითს" ლებრონ ჯეიმსიც ჰყავდა, დუეინ ვეიდიც და კრის ბოშიც. ახლა კი ამ სუპერსამეულისგან მაიამელებს მხოლოდ ბოში შერჩათ, ტრავმების გამო ჯეიმსი და ვეიდი საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარნენ. მიუხედავად ამისა, მაიამელებმა მაინც დაამტკიცეს საკუთარი საჩემპიონო ამბიცია და მეტად პრინციპული შეხვედრა მოიგეს.

მატჩის გმირი კრის ბოში გახდა, რომელმაც 33 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ატლანტელებმა შედარებით გუნდურად ითამაშეს - ყველაზე მეტი, 20 ქულა ჯო ჯონსონმა დააგროვა. ჩვენ ზაზა ფაჩულიას მონაგარი გვაინტერესებს და ბოლო მატჩების მსგავსად, ქართველი ცენტრი ამჯერადაც მოკრძალებული გახლდათ. 12 წუთში ზაზამ 2 მოხსნა მიითვალა, 2 ორქულიანი კი ააცილა.

4 მოგებითა და 3 მარცხით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე დაეშვა. მომდევნო მატჩს ატლანტელები ხვალ გამთენიისას, შარლოტში "ბობქეთსთან" გამართავენ.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა