ჩეხეთი ისტორიაში მესამედ გახდა ჰოფმანის თასის მფლობელი, საფრანგეთს კი ეს პრიზი არასოდეს მოუგია
ავსტრალიის ქალაქ პერტში დასრულდა ჰოფმანის თასი - შერეული წყვილების ტურნირი, რომელიც უკვე 24 წელია ყოველი სეზონის სტარტზე იმართება.

წელს მთავარი პრიზი გაითამაშეს ავსტრალიის, საფრანგეთის, ჩინეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, აშშ-ს, დანიისა და ბულგარეთის ნაკრებებმა. ბოლო ორი პირველად თამაშობდა ჰოფმანის თასზე.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ფინალში გავიდნენ ის გუნდები, რომლებიც ამას ყველაზე მეტად იმსახურებდნენ - ჩეხეთისა და საფრანგეთის ნაკრებებმა ჯგუფში ყველა მატჩი მოიგეს. ამასთან, გადამწყვეტ შეხვედრაში ფავორიტად ჩეხეთის ნაკრები უნდა მიგვეჩნია, რადგან პეტრა კვიტოვამ და ტომაშ ბერდიხმა ერთეულთა თანრიგში ყველა მატჩი მოიგეს და სეზონის სტარტზე კარგი მზადყოფნა აჩვენეს.

პირველები კორტზე კვიტოვა და მარიონ ბარტოლი გავიდნენ. ამ უკანასკნელს აქამდე ორიდან ორი მატჩი ჰქონდა მოგებული ჩეხისთვის - ბოლოს მან ეს ნახევარი წლის წინ, ისტბურნის ტურნირის ფინალში გააკეთა. მაგრამ ზედიზედ მესამედ პეტრას დამარცხება მარიონმა ვერ შეძლო, თუმცა ამის მცირე შანსი არსებობდა.

მაგალითად, პირველ სეტში პირველი ბრეიკი სწორედ ფრანგმა ჩოგბურთელმა გააკეთა (მეშვიდე გეიმში), მაგრამ სეტის ბოლოს კვიტოვამ უმაღლეს დონეზე ითამაშა და პარტია 7:5 დაასრულა თავის სასარგებლოდ. მეორე სეტი მისთვის უფრო მარტივად წარიმართა. ბარტოლიმ ნორმალური თამაში მხოლოდ პარტიის შუაში აჩვენა, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა მსოფლიოს მეორე ჩოგანისთვის თუნდაც ერთი სეტის ასართმევად.

ფინალის მეორე მატჩიც დაახლოებით ანალოგიური სცენარით წარიმართა. ბერდიხმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ ვერაფრით შეასრულა ბრეიკი რიშარ გასკეს მოწოდებაზე.

თავის გეიმებზე ბერდიხი ძალიან იოლად იმარჯვებდა. საბოლოოდ, გასკემ ტაიმ-ბრეიკამდე მიაღწია, როცა მეათე გეიმში ორი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ "საჩოგბურთო ლატარიაში" ტომაში შეუჩერებელი იყო - 7:0. შემდეგ პარტიაში კი ჩეხმა მეტოქის მოწოდება მესამე გეიმში აიღო და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჩეხეთი ისტორიაში მესამედ გახდა ჰოფმანის თასის მფლობელი, საფრანგეთს კი ეს პრიზი არასოდეს მოუგია იმის მოუხედავად, რომ წელს აქ მეთვრამეტედ ითამაშა.

ფინალი

ჩეხეთი-საფრანგეთი 2:0

კვიტოვა-ბარტოლი 7:5, 6:1

ბერდიხი-გასკე 7:6(0), 6:4

ყველა ჩემპიონი

აშშ - 6-ჯერ (1997, 2003, 2004, 2006, 2008, 2011), ჩეხეთი - 3 (1989, 1994, 2012), სლოვაკეთი - 3 (1998, 2005, 2009), ესპანეთი - 3 (1990, 2002, 2010), გერმანია - 2 (1993, 1995), შვეიცარია - 2 (1992, 2001), ავსტრალია - 1 (1999), რუსეთი - 1 (2007), ხორვატია - 1 (1996), ს. აფრიკა - 1 (2000), იუგოსლავია - 1 (1991).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე