დღეს, შვეიცარიაში "ფიფა-ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გაცხადდება
დღეს, შვეიცარიაში "ფიფა-ოქროს ბურთის" გალა-დაჯილდოება გაიმართება. საჯაროდ გახდება ცნობილი იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც ერთი წელიწადი პლანეტის საუკეთესოს სტატუსით იამაყებს.

შეგახსენებთ, რომ ნომინანტი 3-ია - ჟურნალისტებმა, ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა გამოავლინეს სამი რჩეული: ბარსელონელები - ლიონელ მესი და ჩავი ერნანდესი, ასევე რეალელი კრიშტიანო რონალდო. ამ ტრიოდან ერთ-ერთი დღეს "ოქროს ბურთს" ჩაიბარებს.

არავისთვის არის დამალული, რომ არგენტინელი ფეხბურთელი გამარჯვების აშკარა ფავორიტია. შეგახსენებთ, რომ შარშან სწორედ მესი გახდა "ოქროს ბურთის" მფლობელი. ბევრისთვის მოულოდნელად, ის მუნდიალზე "ოქროს გოლის" ავტორის, ანდრეს ინიესტას წინ დააყენეს. მაგრამ წლეულს, ალბათ, აღარ უნდა ველოდოთ ასეთ მოულოდნელობას. მით უფრო, რომ მესის მთავარმა კონკურენტმა კრიშტიანო რონალდომ გადაწყვიტა, არ ჩავიდეს ცერემონიალზე და მადრიდში დარჩეს (ისევე, როგორც ჟოზე მოურინიომ, 2010 წლის წლის მწვრთნელმა).

დღესვე გამოვლინდება "ოქროს ბურთის" მფლობელი ქალთა შორისაც (სამი ნომინანტია: მარტა, ები უემბეჩი და ჰომარე სავა). გამოვლინდება წლის საუკეთესო მწვრთნელიც (სერ ალექს ფერგიუსონი, ხოსეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო). "ფიფა-ოქროს ბურთის" გალა-დაჯილდოება თბილისის დროით 23:00 დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

teimuraz
რომელ საათზეა ლელა კაკულიას ვკითხო?
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე