კინოთეატრ "საქართველოში" საქართველოს 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
კინოთეატრ "საქართველოში" საქართველოს 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ქართული საფეხბურთო სამყაროს საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი დაესწრო.

"ქომაგთა ლიგის" მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და უმაღლესი ლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა მიიღეს, დიდი უპირატესობით დავით თარგამაძემ გაიმარჯვა. მას ოქროსგან დამზადებული სპეციალური პრიზი გადასცეს, მეორეადგილოსან კახა კალაძეს ვერცხლის ჯილდო გადაეცა, მესამეადგილოსან ლევან კობიაშვილს კი - მოვერცხლილი.

თარგამაძე დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო და პრიზი პირადად ჩაიბარა, კობიაშვილი და კალაძე კი უკვე საკუთარი კლუბების განკარგულებაში არიან. ლევანის პრიზი მისმა ძმა არჩილმა მიიღო, კახას კი ჯილდოს საკუთარი პრესსამსახურის უფროსი ოთარ ჩრდილელი გადასცემს.

22 წლის თარგამაძისთვის მიმდინარე წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. იგი უკრაინული "ოლექსანდრიას" ლიდერადაც ჩამოყალიბდა და საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც, რომლის რიგებში დებიუტი წელს ჰქონდა, შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა.

შეგახსენებთ, დათომ რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი დონეცკის "შახტართან" გააფორმა, სეზონის დარჩენილ ნაწილს კი იჯარით "ილიჩევეცში" გაატარებს.

"ძალიან გახარებული ვარ, დიდი მადლობა ყველას ვინც მე მხარი დამიჭირა. ვეცდები ქართველი ქომაგების იმედები გავამართლო", - განაცხადა თარგამაძემ.

ლევან ჯანეზაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა