ტოკიოში სუმოისტთა წლის პირველი სუპერტურნირი, ჰაცუ ბაშო დაიწყო, სადაც ერთმანეთს ტოჩინოშინი და გაგამარუ დაეჭიდებიან
გუშინ ტოკიოში სუმოისტთა წლის პირველი სუპერტურნირი, ჰაცუ ბაშო დაიწყო. უმაღლეს დივიზიონში ორი ფალავანი გვყავს: ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), დღეს ისინი ერთმანეთს დაეჭიდებიან, თუმცა მანამდე თითო ბრძოლა მოილიეს.

აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირობამდე დაქვეითებულმა ტოჩინოშინმა ელიტაში 150-ე გამარჯვება იზეიმა. 24 წლის გორგაძემ დაიდოს შიტატენაგეს ილეთი მისთვის მოუხერხებელი მარჯვენა ხელით გაუკეთა (ქართველი ცაციაა). 199-კილოიანმა გაგამარუმ კი წააგო, მას მონღოლმა ტოკიტენკუმ აჯობა. ტოჩინოშინი და გაგამარუ პირველად ერთმანეთს შარშანდელ იანვრის ბაშოზე შეხვდნენ, მაშინ ლევანმა შიტატენაგეს ილეთით იმარჯვა.

კარიერაში მეორედ გავარდა ელიტიდან ქართული სუმოს პიონერი კოკაი (ლევან ცაგურია). 30 წლის "შავი ზღვა" ძურიოს დივიზიონის მე-4 რიკიშია. ჩვენებურმა იქაც მარცხით დაიწყო - ცურუგიდაკესთან წააგო.

ბაშოზე ერთადერთი სენსაცია დაფიქსირდა - ოძეკი კოტოშოგიკუმ ტაკეკაძესთან წააგო, რომლის სიმაღლეც მხოლოდ 172 სანტიმეტრია. დანარჩენმა ფავორიტებმა, და მათ შორის დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ, სუპერტურნირი მოგებით დაიწყეს.

I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ვაკაკოიუ (ჰიკიოტოში), ბარუტო-მიაბიამა (ოშიდაში), ტაკეკაძე-კოტოშოგიკუ (კატასუკაში), კოტოოშუ-ამინიშიკი (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (შიტატენაგე), კისენოსატო-გოეიდო (ცუკიდაში), კაკურიუ-კიტატაიკი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-ტაკაიასუ (სოტოგაკე), ჰომაშო-ტოჩინოვაკა (ცუკიოტოში), იოშიკაძე-მიოგირიუ (ჰიკიოტოში), ტოჩინოშინი-დაიდო (შიტატენაგე), ტოკიტენკუ-გაგამარუ (უჩიმუსო). ძურიო: ცურუგიდაკე-კოკაი (ოშიდაში).

შენიშვნა: წყვილში პირველი გამარჯვებული სუმოისტია, ფრჩხილებში - გამარჯვების მომტანი ილეთი.

II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-ვაკაკოიუ, კოტოოშუ-მიაბიამა, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ამინიშიკი, ბარუტო-ოკინოუმი, კაკურიუ-გოეიდო, კიტატაიკი-ტაკაიასუ, ტოჩინოვაკა-მიოგირიუ, ტოიოჰიბიკი-ჰომაშო, ტოჩინოშინი-გაგამარუ. ძურიო: კოკაი-მასუნოიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
ეგება სპორტის მესვეურებმა დადოთ სუმოს საიტი
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა