სფფ-ს მიერ ამნისტირებული, "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი კაპიტანი კარიერას გორში გააგრძელებს
საგაზაფხულო ეტაპისთვის გორის "დილაში" დიდი სიახლეებია მოსალოდნელი. აქვე განვმარტავთ "ლელოში" გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ გუნდიდან ყველა ფეხბურთელი დაითხოვეს, გაუგებრობა მოჰყვა: ბევრმა მიიჩნია, რომ ეს ყველა ფეხბურთელის გაშვებას ნიშნავდა, რაც ასე არ არის - ხშირად ახალი გუნდის დასაკომპლექტებლად ანალოგიურ ნაბიჯებს დგამენ, რათა სასურველი მოთამაშეები დაიტოვონ, არასასურველები კი გაუშვან.

"დილადან" ყველას არც უშვებენ, მაგრამ ყველა რომ ვერ დარჩება, ესეც ცხადია. უკვე შევიტყვეთ რამდენიმე სიახლის შესახებაც, რაც კლუბში დაგვიდასტურეს: გორში გააგრძელებს კარიერას "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი კაპიტანი გიგა ბეჭვაია, ერთ-ერთი ფეხბურთის ფედერაციის მიერ დეკემბერში ამნისტირებულ მოთამაშეთაგან.

"დილაში" ითამაშებენ ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები, 30 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი ლექსო ინწკირველი და 20 წლის დავით მეგრელიშვილი. ინწკირველს გულშემატკივარი იცნობს და წარდგენა არ სჭირდება, მეგრელიშვილი კი სოსო ფილიას მიერ დაწინაურებული პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომელიც მარცხენა ნახევარმცველისა და მცველის პოზიციაზე თამაშობს.

შევიტყვეთ ისიც, რომ გორელები თბილისის "დინამოსთან" მოლაპარაკებას აწარმოებენ ირაკლი ლექვთაძისა და შოთა კაშიას იჯარის თაობაზე. გავრცელდა ხმები, თითქოს "დილაში" გიორგი კახელიშვილის განათხოვრებასაც აპირებდნენ, მაგრამ ეს ამბავი სარწმუნოდ არ გვეჩვენება, რადგან "დინამოში" ყველა გასანათხოვრებელი მოთამაშე გააფრთხილეს, კახელიშვილისთვის კი ასეთი რამ არ უთქვამთ.

ამას გარდა, "დილას" თავკაცები ცხინვალის "სპარტაკიდან" გაშვებული თავდამსხმელების, რევაზ ჯიქიასა და ზვიად მეტრეველის, აგრეთვე ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელ ირაკლი ეხვაიას დამატებაზეც ფიქრობენ. თუმცა ჯერ უცნობია, აქედან რა გამოვა.

"დილა" კი დღეს იწყებს მომზადებას - მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ პირველი შეკრება თბილისის "ამერის" სტადიონზე დაგეგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა