"დინამოს" ხელმძღვანელობის თქმით, კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს
დღეს, 15:00 საათზე, "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და სპორტულმა დირექტორმა, გიორგი ნემსაძემ საზოგადოებას გუნდის ახალწვეულები გიორგი მერებაშვილი და ირაკლი ძარია წარუდგინეს.

"დინამოს" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამით გუნდის გაძლიერება არ დამთავრებულა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი მერებაშვილი "დინამოს" ღირსებას 2004-2010 წლებში იცავდა და სწორედ ქართული კლუბიდან გადავიდა სერბულ "ვოივოდინაში", სადაც ორი წელი გაატარა. ქართველმა ნახევარმცველმა სერბული გუნდის მაისურით 53 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება, "დინამოს" მეორე ახალწვეულს ირაკლი ძარიას, მანამდე ის საქართველოს მოქმედი ჩემპიონის "ზეტაფონის" ღირსებას იცავდა. ძარიას ანგარიშზე 75 შეხვედრაში 7 გოლია.

ზურაბ პოლოლიკაშვილი:"სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს სიახლეებით ვიწყებთ. ყველანი ორიენტირებულნი ვიყავით გუნდის გაძლიერებაზე და დღეს ორ ახალწვეულს წარგიდგენთ. სერბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი "დინამოს" უბრუნდება.

გიორგისთან ერთად ვიმატებთ საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულ ნახევარმცველს, ვფიქრობ ირაკლი ძარია თავისი თამაშით საგრძნობლად გაგვაძლიერებს. გიორგისაც და ირაკლისაც უცხოეთიდან არაერთი შეთავაზება ჰქონდათ, მაგრამ მათ "დინამოში" თამაში არჩიეს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო".

გიორგი ნემსაძე:"დაპირებისამებრ "დინამო" ძლიერდება. თქვენს წინაშე ქართული ფეხბურთის გულშემატკივართათვის ორი ცნობილი ფეხბურთელია, რომლებიც ჩვენს გუნდს გააძლიერებენ და თბილისის "დინამოს" უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმარებიან. სეზონის განახლებამდე ჩვენს გუნდში ახალწვეულები კიდევ იქნებიან".

გიორგი მერებაშვილი:"დიდი მადლობა მსურს გადავუხადო თბილისის "დინამოს" ჩემდამი ასეთი ინტერესისათვის. მართლაც, ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მშობლიურ გუნდში მომიწევს თამაში. მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯები. ვეცდები გულშემატკივართა და კლუბის იმედები გავამართლო.

ირაკლი ძარია:"ბედნიერი ვარ, რომ ისეთ გუნდთან გავაფორმე კონტრაქტი, რომელში თამაშის სურვილიც ბავშვობიდან მქონდა. "დინამოს" მაისურით თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა და ვეცდები საკუთარი შესაძლებლობები მოედანზე მაქსიმალურად გამოვავლინო და "დინამოს" ნდობა გავამართლო.

budziki
ხალხნო ესე რამ გაგაბოროტათ????? ამ შემთხვევაში მხოლოდ ირაკლი ძარიას საქმეა სად,როდის და როგორ გადავა,არავის საქმე არ არის და მართლა წააიღეთ ტვინი ამ თკვენი გაცვეთილი წინადადებებით: დაუნახავი, ასეთი ისეთი.რა უბედურებააა.გამოსულიყავით ფეხბურთელები და სადაც გინდათ იქ გეთამაშათ,ეს დაბოღმილი ქართველების ლაპარაკი უკვე სასაცილოა...მიდი ირაკლი,შენ მაგარი ფეხბურთელი და პირველ რიგში კარგი ადამიანი ხარ,წარმატებებს გისურვებ და ღმერთი შენკენ !!! შენი გულშემატკივარი შენს გვერდითაა!!!!!
barca6
gigi მე ზესტაფონის ფანკლუბის წევრი არ ვარ მაგრამ ზესტაფონის გულშემატკივარი ვარ მეც. დინამოს და ზესტაფონს ერტმანეტში მტრობა არ გააჩნია და არც რეალისა და ბარსელონასავით არიან. დინამო მოსისხლე მტერი არაა
gigi
მშვენივრად რომ გააცილეს, მაგიტომ არ იმსახურებდნენ ქომაგები მის ასეთ ნაბიჯს. მე თვითონ ფანკლუბის წევრი ვარ და ვიცი იქ რაც ხდება.
barca6
gigi რა ღირსნი, რა დაუნახავები, რას ლაპარაკობ საერთოდ?! შენც ახლა ზეტაფონის კლუბში ჩახედული არ იყო და არ იცოდე იქ რა ხდება. შენ ალბათ გგონია რომ ზესტაფონს ძარია გაშვება არ უნდოდა და ირაკლი კიდე ვენებს იჭრიდა დინამოში მინდაო მაინც და მაინც. ფეხბურთი ასეთია ჩემო მეგობარო. და სხვათაშორის ზესტაფონელებმა მშვენივრად გააცილეს ძარია და მისთვის ვიდეო რგოლიც კი გადაიღეს, სადაც მისი გოლებია აღბეჭდილი.
mesi
ძარიასთან რა გინდა წავიდა კაი გუნდიდან დინამოში .დინამომ იკითხოს რო არ გამოადგება თორე ზესტაფონში კი ჩანდა რო მაგისი ადგილი არა იყო!! რაში დაჭირდა ეს ტყული ოჯახი გადადი უკრაინაში საცხოვრებლადო თკვი რა კაცურად და გაგიშვებენ ეხ!
gigi
აი საღოლ ძარია, ზესტაფონიდან იმიტომ წახვედი რომ დინამოში გადასულიყავი? ამის ღირსნი იყვნენ შენგან ზესტაფონის ქომაგები. დაუნახავი ყოფილხარ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე