საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები სეზონის პირველ საბაზო შეკრებას სომხეთში გაივლიან
დღეს დილით საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები სომხეთში გაემგზავრნენ, სადაც მაღალმთიან კურორტ წახკაძორში 25 იანვრამდე სეზონის პირველ, საბაზო შეკრებას გაივლიან, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.

სომხეთში ორივე გუნდი 18-18 კაცით წავიდა, რომელთაგანაც 14-14 სპორტსმენია, 3-3 კი - მწვრთნელი. დელეგაციაში შედიან ექიმებიც.

ამ შეკრებით გუნდები ევროპის პირველობისთვის შეუდგნენ ვარჯიშს, რომელიც, თავის მხრივ, ოლიმპიადისთვის მზადების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ოლიმპიადის წელს სტრატეგიული თუ სხვაგვარი მოსაზრებებით მწვრთნელები ხშირად მიმართავენ ექსპერიმენტებს, გარკვეულ საკადრო რეფორმებს - თამაშებისთვის უკეთ მოსამზადებლად ბევრი საერთოდ არ ჭიდაობს იმავე ევროპის პირველობასა თუ სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებს; ზოგს ასაკის ან ჭარბი წონის გამო ავარჯიშებენ სპეციალური პროგრამით და ცდილობენ, ნაკლებად დატვირთონ, არ გადაღალონ, ოღონდ თან ფორმაშიც რომ იყოს და უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას პიკში შეხვდეს.

ჩვენი მწვრთნელებიც ასე მოიქცნენ - "თავისუფალთა" მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემაც და ბერძენ-რომაელთა დამრიგებელმა ბეგი დარჩიამაც სომხეთში წასაყვანი შემადგენლობა საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით შეარჩიეს, თუმცა ოლიმპიური პერსპექტივის გათვალისწინებითაც შეიტანეს გარკვეული კორექტივები. მაგალითად, ბერძენ-რომაელთა საქართველოს პირველობაზე საერთოდ არ უასპარეზია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას (74), მაგრამ რადგან ის ოლიმპიადაზე წასვლის უმთავრეს კანდიდატად რჩება, დარჩიამ მაინც წაიყვანა წახკაძორში.

საერთოდ, მწვრთნელებმა წონაში ორ-ორი ლიდერი იახლეს ანუ სომხეთში უძლიერესი შემადგენლობებით წავიდნენ. მათ განკარგულებაშია ყველა ტიტულოვანი ფალავანი: თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე (96) და მისივე თანაგუნდელ-თანაქალაქელი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი ოთარ თუშიშვილი (66), ამავე სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს შარშანდელი პრიზიორები დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), დავით მოძმანაშვილი (120), ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (66), აგრეთვე ის ახალგაზრდები, რომლებიც შარშან ამავე სტილით ჭიდაობაში წარმატებით გამოვიდნენ ახალგაზრდულ ნაკრებში: მსოფლიოს ჩემპიონები რევაზ ნადარეიშვილი (96) და შოთა გოგისვანიძე (120), მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ზურაბ დათუნაშვილი (74) და სხვები.

საქართველოს პირველობების დარად, არც ამ შეკრებაზე გამოჩენილან თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი (84) და ბერძნულ რომაულში ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი რამაზ ნოზაძე (96). ამათგან მინდორაშვილის ამბავი კიდევ გასაგებია - მისი დაბრუნება იმთავითვე არ ჩანდა რეალური, ნოზაძეზე კი ლამის ყოველდღიურად გვესმის, რომ აგრძელებს ჭიდაობას, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, არც ერთ ტურნირზე არ ჩანს. სავარაუდოდ, სომხური შეკრების გამოტოვება ლონდონის ოლიმპიადაზე მისი მოხვედრის ისედაც მცირე შანსს, პრაქტიკულად, საერთოდ აქარწყლებს.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის