37 წლის ფეხბურთელმა 30 წუთის განმავლობაში 71 პასი გააკეთა, უფრო მეტი, ვიდრე "სიტის" ნებისმიერმა ფეხბურთელმა 90 წუთში
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ სქოულზი იმ ფეხბურთელების სიაში შედის, რომელთაც პრესასთან ურთიერთობა მაინცდამაინც არ უყვართ, მაგრამ ამჯერად მან ტრადიცია დაარღვია და ფეხბურთში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მცირე კომენტარი მისცა: "თამაშს თავი დავანებე თუ არა, მალევე მივხვდი, რომ ფეხბურთი ძალიან მაკლდა. მოხარული ვარ, რადგან მწვრთნელს ძველებურად სჯერა, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია. მოუთმენლად ველოდები მომდევნო თამაშებს. ვეცდები, ამ დიად კლუბს წარმატებების მიღწევაში ხელი შევუწყო".

"შესანიშნავია, რომ პოლმა ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა. ყოველთვის გულდასაწყვეტია, როცა დიდი ფეხბურთელები კარიერას ასრულებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას დროზე ადრე აკეთებენ. თუმცა სქოულზს არ შეუწყვეტია ვარჯიში, ამიტომ ის ახლაც მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია.

ბოლო დღეებში ის ბევრად უფრო ინტენსიურად იტვირთებოდა დუბლშემადგენლობასთან ერთად და ბევრს ვარჯიშობდა სპორტულ დარბაზშიც. აქამდეც ვიცოდი, რომ მას ჯერ კიდევ შეეძლო ერთი კარგი სეზონის ჩატარება "იუნაიტედის" შემადგენლობაში, რადგან ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, რომ ნანობდა კარიერის დასრულებას. რა თქმა უნდა ჩვენთან ყველა ბედნიერია, რომ პოლი დაბრუნდა. ის მშვენიერი შევსებაა, მით უფრო ასეთ რთულ პერიოდში," - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

თანაგუნდელის დაბრუნებით აღფრთოვანებულია "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნიც. აი, რა თქვა მან: "სქოულზი? სიმართლე გითხრათ გაკვირვებული დავრჩი. ჩვენ არაფერი ვიცოდით მისი გადაწყვეტილების შესახებ იქამდე, ვიდრე "სიტისთან" მატჩამდე გასახდელში ჩვენთან ერთად არ შემოვიდა. მშვენიერია, რომ ის კარიერას აგრძელებს".

"სიტისთან" მატჩის შემდეგ სტატისტიკოსებმა გულშემატკივარს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს: 37 წლის ფეხბურთელმა 30 წუთის განმავლობაში 71 პასი გააკეთა, უფრო მეტი, ვიდრე "სიტის" ნებისმიერმა ფეხბურთელმა 90 წუთში და ამასთან პასების 97% ზუსტი იყო. აქვე გეტყვით, რომ სქოულზმა პროფესიული კარიერის განმავლობაში, დაწყებული 1993 წლიდან, "იუნაიტედის" შემადგენლობაში 466 შეხვედრა ჩაატარა და 102 გოლი შეაგდო. ინგლისის ეროვნულ გუნდში კი 66 მატჩში თავი 14-ჯერ გამოიჩინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა