ირაკლი კლიმიაშვილი "ლოკერენში" არ ითამაშებს. ბელგიის მთავარი ლიგის კლუბში სინჯებიდან "ვიტ ჯორჯიას" შემტევი ნახევარმცველი 30 აგვისტოს დაბრუნდა და უმალ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, სადაც ეს ინტერვიუც შედგა...

ირაკლი კლიმიაშვილი "ლოკერენში" არ ითამაშებს. ბელგიის მთავარი ლიგის კლუბში სინჯებიდან "ვიტ ჯორჯიას" შემტევი ნახევარმცველი 30 აგვისტოს დაბრუნდა და უმალ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, სადაც ეს ინტერვიუც შედგა.

- ბელგიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდზე თქვენზე მწირი ინფორმაცია იყო და ვერ გავიგეთ, "ლოკერენში" ჩაირიცხე თუ არა?

- სამწუხაროდ, ვერ ჩავირიცხე. პირველ გუნდთან ვვარჯიშობდი და ორი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარე: ერთი - ძირითადში, ამხანაგური, მეორე კი ოფიციალური - "ლოკერენის" დუბლშემადგენლობაში.

- კონტრაქტის გაუფორმებლად ოფიციალურ შეხვედრაში როგორ გათამაშეს?!

- საქმე ისაა, რომ სინჯებზე მყოფ მოთამაშეს ბელგიაში დუბლებში თამაშის უფლება აქვს. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, ჩემს თამაშებს ყველაზე კრიტიკულად თავადვე ვაფასებ, მაგრამ... მართლა კარგად ვითამაშე... თუმცა ბოლოს გაუგებარი ამბები მოხდა, ზუსტად არც ვიცი - რა. ფაქტია, რომ მწვრთნელს მოვეწონე, მაგრამ მაინც ვერ დარჩი. თუ არ ვცდები, ჩემი მენეჯერი "ლოკერენს" ვერ შეუთანხმდა.

- მოკლედ, "ლოკერენი" საბოლოოდ ჩაიშალა?

- ჩაიშალა. ნახევარი წელი ისევ "ვიტ ჯორჯიაში" ვითამაშებ.

- სინჯებიდან დაბრუნება და არშემდგარი ტრანსფერი ახალგაზრდული ნაკრების მატჩების წინ თქვენზე ნეგატიურად ხომ არ იმოქმედებს?

- ესტონეთთან მატჩის წინაც სინჯებიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, მაგრამ ჩემზე ამას ცუდად არ უმოქმედია - მაშინ ოდესის "ჩერნომორეცში" ჩარიცხვა თითქოს გადაწყვეტილი და ესტონეთთან ცუდად არ მითამაშია. ბელგიიდან თავდაჯერებული, მაგრამ გულნატკენი დავბრუნდი...

- რას გულისხმობთ?

- ჯერ ერთი, ნაკრებში ყოველთვის მოტივირებული ვარ და მეორეც - ბელგიაში დავრწმუნდი, რომ "ლოკერენის" დონის კლუბში თამაში შემიძლია. ვნახე, რა დონეცაა და ამან ძალიან გამაკვირა - მეგონა, იმ პირობებისა და ხელფასების კვალობაზე ბევრად უკეთესი დონის ფეხბურთელები ეყოლებოდათ.

- "ლოკერენი" სუსტი კლუბია?

- დაბალი დონის კლუბი არ არის, მაგრამ ჩვენ ბევრად ნიჭიერი ბიჭები გვყავს, ეგ არის, გასაქანი არ აქვთ. საქართველოს პირველობაზე ბევრი მოთამაშის დასახელება შემიძლია, ბელგიაში და კიდევ უფრო მაღალ დონის ჩემპიონატში თავისუფლად რომ ითამაშებდნენ. იქ ფეხბურთელებს იმის ხარჯზე იწვევენ, ევროპელები რომ არიან და ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ, ჩვენ კი ევროკავშირში შესასვლელად სერიოზული ბარიერების გადალახვა გვჭირდება. სამწუხაროა, ჩვენი ჩემპიონატი დიდი სახელით რომ არ სარგებლობს. ამის გამო, ბელგიაში გაუსინჯავად არავის მიიწვევენ. მე კიდევ რა მიჭირს, ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობ და ჩემნაირი სტატისტიკის ფეხბურთელებით ევროპელები კიდევ ინტერესდებიან. გული მწყდება... ევროკავშირი ყველაფერში გვჭირდება.

- თურქეთთან პრინციპული თამაში გელით. სტუმრად მოგების რეალური იმედი გაქვთ?

- ჩვენს ახალგაზრდულს მოგება რომ შეუძლია, სომხეთში გამოჩნდა. ამ მოგების შემდეგ გუნდში გამარჯვებულის ფსიქოლოგია გაძლიერდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ისიც ბევრს ნიშნავს, ძალიან მეგობრული გუნდი რომ გვყავს. მოედანზე გასვლის წინ თუ ერთსულოვნება არ არის, შედეგზე ფიქრიც კი უაზრობაა. რამდენი წელია ახალგაზრდულში ვთამაშობ, მაგრამ ასეთი შეკრული, მებრძოლი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული ნაკრები არასდროს გვყოლია. ბოლოს შვეიცარიასთან წავაგეთ, მაგრამ მაშინაც ფრეს ვიმსახურებდით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა