"მისტერის" სანახავად უკვე ჩავიდნენ "შახტარის" პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი და მთავარი ექიმი არტურ გლუშჩენკო
დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ რუმინეთში ყოფნისას საკუთარი ჯიპით სერიოზულ ავარიაში მოჰყვა.

მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "მისტერის" სანახავად (როგორც მას უკრაინაში შეარქვეს) უკვე ჩავიდნენ "შახტარის" პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი და მთავარი ექიმი არტურ გლუშჩენკო. ამ უკანასკნელის თქმით, ლუჩესკუს მდგომარეობა შეესაბამება მძიმე ოპერაციის შემდგომს და საშიში არაფერია.

იქამდე კი, ვიდრე "შახტარს" თავკაცი დაუბრუნდებოდეს, რინატ ახმეტოვის თქმით, გუნდს მისი თანაშემწეები მოამზადებენ. გთავაზობთ ამონარიდს ბიზნესმენის განცხადებიდან: "რუმინეთში ლუჩესკუს სანახავად ჩამოვედი. მის ტრანსპორტირებას არ ვაპირებთ, პირიქით, მსოფლიოდან საუკეთესო ექიმების აქ ჩამოყვანას ვაპირებდით, მაგრამ "მისტერი" რუმინელ ექიმებს ენდობა და ამიტომ ამის საჭიროებასაც ვეღარ ვხედავთ. გარდა იმისა, რომ მირჩა "შახტარის" მთავარი მწვრთნელია, ის ჩემი დიდი მეგობარიც არის, ასე რომ, მის აქ ხშირად მიხილავთ ხოლმე.

ლუჩესკუს უკვე ვუთხარი, რომ მის დაბრუნებას მოუთმენლად ველით და უმოკლეს ხანებში გამოჯანმრთელება ვუსურვე. იქამდე კი, ვიდრე ის საავადმყოფოში იწვება, მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს მისი თანაშემწეები ალექსანდრ სპირიდონი, კარლო ნიკოლინი და მასიმო უგოლინი იტვირთებენ. ექიმები ამბობენ, რომ ჩემს მეგობარს გამოჯანმრთელებისთვის ოთხ კვირაზე მეტი დასჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა