ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

„ოქროს ბურთი“ პატრონს ჩაბარდა - ისევ ლეო!

„ოქროს ბურთი“ პატრონს ჩაბარდა - ისევ ლეო!

2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, რომელმაც ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ (!) მოიპოვა
ესეც ასე: "ოქროს ბურთი" პატრონს ჩაბარდა! როგორც მოსალოდნელი იყო, 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, რომელმაც ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ (!) მოიპოვა [იხილეთ ვიდეო]. როგორც წინასწარვე ცნობილი იყო, საუკეთესო სამეული არგენტინელთან ერთად, ჩავი ერნანდესმა და კრიშტიანო რონალდომ შეავსეს.

ამ მიღწევით "ბარსას" გენიალური ათიანი ყველა დროის ერთ-ერთი განსაკუთრებული ფეხბურთელი ახლა უკვე ოფიციალურადაც გახდა - ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება ზედიზედ სამჯერ აქამდე არავის დაუმსახურებია და საერთოდ, სამგზის წლის ფეხბურთელი დღემდე მხოლოდ ორი იყო: ზინედინ ზიდანი (1998, 2000 და 2003) და რონალდო (1996, 1997, 2002). "ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთი" კი ზედიზედ სამჯერ მიშელ პლატინის (1983, 1984 და 1985 წლებში) აქვს აღებული.

შეგახსენებთ, რომ 2010/2011 წლების სეზონში მესიმ "ბარსასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. 2001-ში მესი "ბარსელონასთან" ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. 53 გოლი ოფიციალურ მატჩებში, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 12 გოლით (ამ შედეგით რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა) – ეს მესის მონაგარია 2011 წელს.

საუკეთესო მწვრთნელი: მოურინიო გვარდიოლამ შეცვალა,

ლეოს მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კი 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელია. შეგახსენებთ, რომ შარშან ეს წოდება ჟოზე მოურინიომ დაიმსახურა. საუკეთესო ქალ ფეხბურთელად 33 წლის იაპონელი ჰომარე სავა დაასახელეს, რომელმაც ბოლო წლების მუდმივ გამარჯვებულს, ბრაზილიელ მარტას აჯობა. შეგახსენებთ, რომ იაპონიის ქალთა ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობა სწორედ სავას დამსახურებაა. საუკეთესო მწვრთნელად კი იაპონიის ნაკრების თავკაცი ნორიო სასაკი აღიარეს.

ექვსი ესპანელი წლის სიმბოლურში

ამასთან, ფიფამ გასული წლის სიმბოლური ნაკრებიც გამოაქვეყნა, რომელშიც თერთმეტიდან ექვსი ესპანელია:

იკერ კასილიასი (რეალი) – დანი ალვეში (ბარსელონა), პიკე (ბარსელონა), ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი), სერხიო რამოსი (რეალი) – ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ჩაბი ალონსო (რეალი), ჩავი ერნანდესი (ბარსელონა) – კრიშტიანო რონალდო (რეალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

წლის გოლის ავტორი ნეიმარია [იხილეთ ვიდეო]

ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო, რომელიც წლის ულამაზესი გოლის ავტორებს გადაეცემათ, "სანტოსის" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა დაიმსახურა. გამოკითხვა ინტერნეტში ჩატარდა, ნახევარსაათიანი იყო და მასში დაახლოებით მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ ნომინაციაში წარმოდგენილი იყო მესის გოლი (არსენალთან) და რუნის მაკრატელა (მანჩესტერ სიტისთან).

ოქროს ბურთის ისტორია

ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელს ოფიციალურად 1991 წლიდან ასახელებს. "ფრანს ფუტბოლმა" კი წლის საუკეთესო ფეხბურთელებისთვის "ოქროს ბურთის" გადაცემა გაცილებით ადრე, 1956 წლიდან დაიწყო. შარშან ეს ორი გამოკითხვა გაერთიანდა და "ფიფა ოქროს ბურთი" ეწოდა. ჩვენ ორივე გამოკითხვის ყველა გამარჯვებულს გაგაცნობთ.

"ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთი"

წელი ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა

1956 სტენლი მეტიუზი ბლექპული ინგლისი

1957 ალფრედო დი სტეფანო რეალი ესპანეთი

1958 რაიმონდ კოპა რეალი საფრანგეთი

1959 ალფრედო დი სტეფანო რეალი ესპანეთი

1960 ლუის სუარესი ბარსელონა ესპანეთი

1961 ომარ სივორი იუვენტუსი იტალია

1962 იოზეფ მასოპუსტი დუკლა ჩეხოსლოვაკია

1963 ლევ იაშინი დინამო (მ) სსრკ

1964 დენის ლოუ მანჩესტერ იუნ. შოტლანდია

1965 ეუსებიო ბენფიკა პორტუგალია

1966 ბობი ჩარლტონი მანჩესტერ იუნ. ინგლისი

1967 ფლორიან ალბერტი ფერენცვაროში უნგრეთი

1968 ჯორჯ ბესტი მანჩესტერ იუნ. ინგლისი

1969 ჯანი რივერა მილანი იტალია

1970 გერდ მიულერი ბაიერნი გერმანია

1971 იოჰან კრუიფი აიაქსი ჰოლანდია

1972 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი გერმანია

1973 იოჰან კრუიფი აიაქსი/ბარსელონა ჰოლანდია

1974 იოჰან კრუიფი ბარსელონა ჰოლანდია

1975 ოლეგ ბლოხინი დინამო (კ) უკრაინა

1976 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი გერმანია

1977 ალან სიმონსენი ბორუსია (მ) დანია

1978 კევინ კიგანი ჰამბურგი ინგლისი

1979 კევინ კიგანი ჰამბურგი ინგლისი

1980 კარლ-ჰაინც რუმენიგე ბაიერნი გერმანია

1981 კარლ-ჰაინც რუმენიგე ბაიერნი გერმანია

1982 პაოლო როსი იუვენტუსი იტალია

1983 მიშელ პლატინი იუვენტუსი საფრანგეთი

1984 მიშელ პლატინი იუვენტუსი საფრანგეთი

1985 მიშელ პლატინი იუვენტუსი საფრანგეთი

1986 იგორ ბელანოვი დინამო (კ) სსრკ

1987 რუუდ გულიტი ეინდჰოვენი/მილანი ჰოლანდია

1988 მარკო ვან ბასტენი მილანი ჰოლანდია

1989 მარკო ვან ბასტენი მილანი ჰოლანდია

1990 ლოთარ მათეუსი ინტერი გერმანია

1991 ჟან-პიერ პაპენი მარსელი საფრანგეთი

1992 მარკო ვან ბასტენი მილანი ჰოლანდია

1993 რობერტო ბაჯო იუვენტუსი იტალია

1994 ხრისტო სტოიჩკოვი ბარსელონა ბულგარეთი

1995 ჯორჯ ვეა პსჟ/მილანი ლიბერია

1996 მათიას ზამერი ბორუსია (დ) გერმანია

1997 რონალდო ბარსელონა/მილანი ბრაზილია

1998 ზინედინ ზიდანი იუვენტუსი საფრანგეთი

1999 რივალდო ბარსელონა ბრაზილია

2000 ლუიშ ფიგუ ბარსელონა პორტუგალია

2001 მაიკლ ოუენი ლივერპული ინგლისი

2002 რონალდო ინტერი/რეალი ბრაზილია

2003 პაველ ნედვედი იუვენტუსი ჩეხეთი

2004 ანდრეი შევჩენკო მილანი უკრაინა

2005 რონალდინიო ბარსელონა ბრაზილია

2006 ფაბიო კანავარო იუვენტუსი/რეალი იტალია

2007 კაკა მილანი ბრაზილია

2008 კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნ. პორტუგალია

2009 ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა

ფიფას წლის ფეხბურთელი

წელი ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა

1991 ლოთარ მათეუსი ინტერი გერმანია

1992 მარკო ვან ბასტენი მილანი ჰოლანდია

1993 რობერტო ბაჯო იუვენტუსი იტალია

1994 რომარიო ბარსელონა ბრაზილია

1995 ჯორჯ ვეა პსჟ/მილანი ლიბერია

1996 რონალდო ეინდჰოვენი-ბარს. ბრაზილია

1997 რონალდო ბარსელონა/ინტერი ბრაზილია

1998 ზინედინ ზიდანი იუვენტუსი საფრანგეთი

1999 რივალდო ბარსელონა ბრაზილია

2000 ზინედინ ზიდანი იუვენტუსი საფრანგეთი

2001 ლუიშ ფიგუ რეალი პორტუგალია

2002 რონალდო ინტერი/რეალი ბრაზილია

2003 ზინედინ ზიდანი რეალი საფრანგეთი

2004 რონალდინიო ბარსელონა ბრაზილია

2005 რონალდინიო ბარსელონა ბრაზილია

2006 ფაბიო კანავარო იუვენტუსი/რეალი იტალია

2007 კაკა მილანი ბრაზილია

2008 კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნ. პორტუგალია

2009 ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა

ფიფა ოქროს ბურთი

წელი ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა

2010 ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა

2011 ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• 123123

gaga რონალდო ჩაგრავს მესის ტექნიკურად?რონალდოს მოტყუებული კაცი მე ბოლო 3-4 სეზონში არ მინახია ერთადერთ რამეს აკეთებს ყოველთვის მარცხნიდან ცენტრში შემოდის და ურტყავს,ბაზარი არაა დარტყმა მესიზე კარგი აქვს და ფიზიკური მონაცემებითაც ჯობია მაგრამ ის რონალდო ვეღარაა მანჩესტერში რო იყო,ლანდიც არაა იმის

• sofo

უიმე ვერ ვიტან მესის კრიშტიანოს უნდა აეგო ოქროს ბურთი უსამართლობაააააააააა

• negredo

კი რონალდო მართლაც მაგარია ოღონდ სიზმარში და ხეტაფესთან და მისნაირ გუნდებთან თამაში,ასეთ გუნდესბს გაუტანს 5 გოლს და თავი მაგარი გონია,ლიგაზე გოლი ვერ გააქ და ესპანეთში ბარსასთან ვერაფერს აკეთებს....და ხეტაფესთან დი მარიაც მაგარია..

• gaga

რითი ჯობია მესი რონალდოს რო დავიწყოთ: ფიზიკურად ჩაგრავს რონალდო ტექნიკურადაც რა თქა უნდა სისწრაფით ორივე ფეხით კარგად თამაშობს თავით Fინტებით და მეტი რაგა უნდა იყოს

• gela

ხოო რონალდო თუ ვერ უმიზნებს მაშინ ვინ უნდა გაარტყას კარს სასაცილოა რა :D :D :D :D :D :D მაშინ მესიმ საერთოდ არ დაარტყას კარისკენ

• ggg

მინდოდა მეთქვა ეს 3 და სხვა მრავალი...

• ggg

ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, როგორც ფეხბურთელი, როგორც სპორტსმენი და როგორც პიროვნება ქრისტინას ჩავიც, ინიესტაც და რუუნიც ჯობს... მაგრამ ჩაწყობის გამო და რეკლამების გამო გადის მე-2-ზე. კრისტინა ფიზიკურია, ყველაზე ძლიერად ურტყავს კარის მიმართულებით (მაგრამ მიზანში ვერა) და წარბების ამოქნაში იმსახურებს ჯილდოს "ოქროს პინცეტი"... როგორც პიროვნება კი საერთოდ, კომენტარიც არ ღირს! ასე რომ მესი!!! ეს ერთი და სხვა მრავალი!

• gaga

ჩაწყობა იმ შუაშია რო ნახეთ კარგად ვინრა ფეხბურთს თამაშობს UNIVERSALIA კაცი რონალდო და მესის აძლევენ კიდე რონალდოს გოლებს მესი რაც არ უნდა ეცადოს ასი წელი ვერ გაიტანს

• negredo

ჩაწყობა რა შუაშია?ან პლატინი?ნაკრების მწვრთნელები და კაპიტნები ირჩევენ და აცხადებენ და ეს ყველამ იცის

• gaga

კაით რა და კიდე იტყვიან არ არიო ჩაწყობა მესი არა ის კიდე რონალდო იტანს ეგეთი გოლები მესის არც დაესიზმრება მარა მესი ხო რაგაც აკავშირებს პლატინისტან და რა თქმა უნდა ისევ მესი. თორე მართლა სირცხვილია სად რონალდო და სად მესი

• სს

"ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთი" კრუიფსაც სამჯერ აქვს, პლატინის გვერდით რატომ, არ დაწერეთ?

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!