"დინამოს" ახალწვეული "ზესტაფონის" ქომაგისადმი კეთილგანწყობილი რჩება
გუშინ "დინამოს" ხელმძღვანელობამ 88-ნომრიანი მაისურით სპორტულ მედიასა და საზოგადოებას ირაკლი ძარია წარუდგინა. "დინამოში" გადასვლამდე ცნობილი იყო, რომ ფეროელთა ყოფილი 10 ნომერი უკრაინაში გააგრძელებდა კარიერას, ამიტომ თბილისურ გუნდში მისი გამოჩენა ყველასთვის მოულოდნელი იყო, ეს განსაკუთრებით ზესტაფონელმა ქომაგებმა გაიკვირვეს და იწყინეს.

რატომ ჩაიშალა უკრაინული ვარიანტები და უნდა იყოს თუ არა "ზესტაფონის" ქომაგი ნაწყენი? - ირაკლი ძარიას პასუხები "ლელოს" კითხვებზე.

- ყველამ ისე იცოდა, რომ კარიერას უკრაინაში გააგრძელებდი, მაგრამ თბილისის "დინამოში" აღმოჩნდი. რატომ არ გამოვიდა უკრაინული ვარიანტები?

- გადაწყვეტილი რომ მეგონა ყველაფერი, სწორედ მაშინ ჩაიშალა, ერთგან დირექტორი შეიცვალა, მეორეგან რაღაცა სხვა მოხდა, ამიტომ ვეღარ მოგვარდა ეს ტრანსფერები. "კარპატი" რომ გამოირიცხა, "ტავრიაში" უნდა წავსულიყავი, მაგრამ არც ეს გამოვიდა, "ოლექსანდრიაზე" კი მე თვითონ ვთქვი უარი.

- ზესტაფონელი ქომაგი ნაწყენია, მიიჩნევენ, რომ ეს არ იყო კაცური საქციელი. როგორ გგონია, მართლები არიან?

- კლუბისთვის, ზესტაფონელი ქომაგისთვის ბევრი მაქვს გაკეთებული. ექვსი წელი ვითამაშე "ზესტაფონში, თანაც, გუნდში ყველამ იცოდა, წასვლას რომ ვაპირებდი. "დინამოს" ვარიანტი გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო, დგება ხოლმე მომენტი, როცა ადამიანმა რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რატომ უნდა გამამტყუნონ, თუ ჩემთვის უკეთესი ვარიანტი ვარჩიე.

- როგორც ვიცი, უკრაინული ვარიანტების ჩაშლის შემდეგ"ზესტაფონს" ექვსი თვით დაბრუნება შესთავაზე, მაგრამ უარი მიიღე, ყოფილმა კლუბმა ახალი კონტრაქტი შემოგთავაზა. რატომ არ დათანხმდი?

- ყველაფერს საზღვარი აქვს, მით უმეტეს, მაშინ, როცა უცებ ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. "ზესტაფონი" ახალ კონტრაქტს კი მთავაზობდა, მაგრამ კლუბის შეცვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, თანაც, "დინამომ" კარგი პირობები შემომთავაზა.

რაც შეეხება გულშემატკივარს, ვიმეორებ, არ მესმის, რატომ უნდა იყვნენ უკმაყოფილონი ზესტაფონელები ჩემით, რაც კი მითამაშია, გუნდისა და მათთვის თავი არ დამიზოგავს. მათ მე არასოდეს დავივიწყებ და ყოველთვის კეთილგანწყობილი ვიქნები, თავად კი ისე მოიქცნენ, როგორც სურთ. ჩემი საქციელი საწყენი არავისთვის უნდა იყოს, სამუდამოდ ხომ არ დავრჩებოდი იქ?

- ამბობენ, რომ შენ შესახებ "ზესტაფონისა" და "დინამოს" პრეზიდენტებმა პრივატულად ისაუბრეს. თუ გსმენია ამის თაობაზე?

- არა, მე არაფერი ვიცი.

- სხვა ქართული კლუბებისგან არ გქონდა შემოთავაზება, რატომ მაინცდამაინც "დინამო?

- ვიდრე ზესტაფონში წავიდოდი სათამაშოდ, მანამდე ვოცნებობდი, რომ "დინამოში" მეთამაშა და ახლა ავიხდინე ეს ნატვრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
იკუ წარმატებებს გისურვებ, შენ მეტის ღირსი ხარ. გაიხარე ძმაო
d
დინამო ტავრიას ჯობია მხოლოდ სახელით. და უკრაინის ჩემპიონატი როგორ ჯობია ჩვენსას, ეხლა არ მოვყვები.
leo
ძარიას კარგი მენეჯერი ჭირდება მისი აზრების დასალაგებლად და გადმოსაცემად)))
ლეო
ძარიას კარგი მენეჯერი ჭირდება მისი აზრების დასალაგებლად და სწორად გადმოსაცემად))
negredo
უბრალოდ ეს ვერ გავიგე ამ ფეხბურთელების,ტავრიას და კარპატს დინამო აღარ ჯობია?თუ საგულაოდ და ნაშების დასაკერად მიდიან უკრაინაში სხვა საქმეა მაგრამ საპეხბურთო თვალსაზრისით დინამო რო ტავრიას ჯობია ამაზე დავა არ ღირს
gaga
მთლად ესეც არ არი მარტალია ზესტაფონის გაზრდილია მარა სულ მანდ ხო არ იქნები კაცს მოუნდა ცოტა ცვლილებები ალბათ მართლა ქონდა უკრაინის გუნდებიდან შემოთავაზება თორე არც იტყოდა რო უკრაინაშიო ეგრევ დინამოს იტყოდა უნდა გაუგოთ კაცს
kapo
vato შენ გჯერა, რომ კაცს 3 ვარიანტი ქონდა და ვერსად ვერ მოხვდა ვერცერთ გუნდში, თან უფასოდ? თანხაარ იყო მასში გადასახდელი. ტყუილები თვითონ არ არგებს, თორემ მე არ ვდარდობ მაგას დიდად. დირექტორის შეცვლა რა შუაშია, დირექტორი წინააღმდეგი წავიდოდა უფასოდ დამატების, თუ მანამდე მწვრთნელს უნდოდა? მწვრთნელი ხომ არ შეცვლილა? თუ ძველი დირექტორი აძალებდა მწვრთნელს, აიყვანე გუნდშიო? ძაან სასაცილო არგუმენტებია
vato
კაპო: ნამდვილად ცდები იმაში რასაც საუბრობ! ვინც ძარიას იცნობს ყველა დამეთანხმება ,მე პირადად არაერთხელ მომისმენია მისი საუბარეი უკრაინელებთან! გული თუ გწყდებათ კარგია! რაც შეეხება ზესტაფონმა გაზარდა თუ ჩამოაყალიბა ამაზე აღარ ვდაობთ! და ირაკლი არ არის ის პიროვნება რომელსაც ეს არ ესმის და დარცმუნებული ვარ არც დაავიცყდება! ამიტომ დაწყნარდით და წარმატებები ვუსურვოთ ზაროს!
დევიდ აირონს
დირექტორი არა დამლაგებელი...D D, მწვრთნელი, პრეზიდენტი ან ხელმძღვანელობა გეთქვა შე კაცო... რომ გეთქვა თავიდანვე, დინამოში გადავდივარო, დარწმუნებული ვარ ზესტას გულშემატკივრები ისევე გულთბილად გაგაცილებდნენ როგორც "უკრაინაში" გაგაცილეს. თუმცა ეგ შენი საქმეა, სად გსურს თამაში, რამ გაყო, ზესტა-დინამო, ან ტორპედო...წარმატებები ყველა ქართულ კლუბს და ქართველ ფეხბურთელებს. დაე, ლიგის ფინალში დაჯახებოდეთ ერთმანეთს!
kapo
ყველაფერს საზღვარი აქვს რას ნიშნავს? რასაც საუბრობ, შეიძლება ვცდები, მაგრამ ზღაპარს უფრო გავს. წასვლათუ გინდა, უნდა წახვიდე, მაგრამ ზღაპრებით არა. აი, ამიტომ შეიძლება დაწყდეთ გული შენზე. ასევე ნუ დაგავიწყდება, რომ შენ ფეხბურთელად ამ კლუბმა ჩამოგაყალიბა, თორემ შენზე ნიჭიერებმა ვერ იპოვეს თავისი ადგილი და ვერ ითამაშეს სამწუხაროდ ფეხბურთი. ასე რომ, ზესტაფონშიბ რა პერიოდიც გაატარე, ეგ შენთვისაც სასარგებლო იყო
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა