ფრიმონტში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში თბილისელმა დიდოსტატმა 6 ქულით მეხუთე-მეთერთმეტე ადგილები გაიყო
ფრიმონტში (აშშ) დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი "ჩრდილოეთ კალიფორნია 2012", რომელშიც საპრიზო ადგილებისთვის 52 მოჭადრაკე იბრძოდა, მათ შორის - თბილისელი დიდოსტატი გიორგი მარგველაშვილი.

ბოლო ტურში იგი მარკ არნოლდს დაუზავდა. მეწინავეთაგან, ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ ერთპიროვნული ლიდერი სემ შენკლენდი და ჯოშ ფრიდელი, იური შულმანი და მაკენზი მოლნერი, რიკარდო დე გუზმანი და გრეგ შეიჰეიდი.

დანარჩენი ხუთი ორთაბრძოლა კი ასე დამთავრდა: ალეხანდრო რამირესი - კაიდენ ტროფი 1:0, ლარი რემლინგერი - გეორგ მეიერი 0:1, სემ კოლინზი - ბართლომეი მაჩეია 0:1, აქსელ ბაჰმანი - ფაიკ ალესკეროვი 1:0, ენრიკო სევილანო - დანიელ რენში 1:0.

ამდენად, 9 შესაძლებლიდან 7 ქულით პირველი ადგილი შენკლენდმა დაიკავა. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვეს და მეორე-მეოთხე ადგილები რამირესმა, ფრიდელმა და არნოლდმა გაინაწილეს. მარგველაშვილმა 6 ქულით მეხუთე-მეთერთმეტე ადგილები გაიყო. ფულადი პრიზები (3000, 1500, 1000 დოლარი) კი პირველ-მესამეადგილოსნებს გადაეცათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა