ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენის შემდეგ საჩხერულ კლუბში პრობლემები არ შექმნიათ
არავისთვისაა საიდუმლო, რომ პირველი ლიგის საჩხერის "ჩიხურას" ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ბიზნესმენის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა.

ამ ხმებს გუნდში კატეგორიულად უარყოფენ.

"ჩვენ ისევე შეუფერხებლად გვაფინანსებენ, როგორც ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია - "ჩიხურა" ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრობს", - ამბობს საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე.

"ჩიხურა" 46 ქულით პირველი ლიგის "ბ" ზონის ერთპიროვნული ლიდერია, უახლოეს მდევარ ლანჩხუთის "გურიას" 13 ქულით უსწრებს და უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლის რეალური კანდიდატია - გუნდში ხომ არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს.

საჩხერულ კლუბს ფინანსურად რომ არ უჭირს, ამაზე მისი სატურნირო მდგომარეობაც მეტყველებს, შემადგენლობაც და ისიც, რომ, კონკურენტებისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოში მომზადებით არ შემოიფარგლება - იგეგმება "ჩიხურას" ანთალიაში მომზადებაც. ფრუიძემ გვითხრა, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება.

ერთი შეხედვით, "ჩიხურა" შეკრებას გვიან, 18 იანვარს იწყებს, მაგრამ მიზეზი ისაა, რომ პირველ ლიგაში სეზონი 2 მარტს განახლდება. ასე რომ, საჩქარო არაფერია.

ჯერ უცნობია, რა ცვლილებები იქნება გუნდში, ფრუიძის თქმით, დღემდე არც არავინ გაუშვიათ და არც ახლები დაუმატებიათ, თუმცა ცვილებები აუცილებლად იქნება - თქვა მთავარმა მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა