<p>წლეულს 19 სექტემბრიდან რუსული ხანტი-მანსიისკი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის - ქართველი მოჭადრაკე ქალები...</p><p><br> წლეულს 19 სექტემბრიდან რუსული ხანტი-მანსიისკი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის - ქართველი მოჭადრაკე ქალები, რომლებსაც ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოუწევთ. ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ამჟამად ნოვი სადში იმყოფება და ?ელიცა გორაჩიჩის შემადგენლობაში ქალთა შორის სერბეთის პირველი ლიგის 2010 წლის ჩემპიონატში მონაწილეობს. 12 კლუბი წრიული სისტემით ხვდება ერთმანეთს. უკვე გათამაშდა 7 ტური. ნანამ და მისმა თანაგუნდელებმა (ანჟელიკა სტოიანოვიჩი, მარია რაკიჩი, სანდრა დუკიჩი, ლენა მილადინოვიჩი) ყველა პაექრობა მოიგეს, 21 ქულა მოაგროვეს (წარმატებისთვის გუნდს 3 ქულა ეწერება, ფრისთვის-1, წაგებისთვის-0 ქულა) და პირველ ადგილზე იმყოფებიან (მოთამაშეთა მიერ მოგროვებული ქულების ჯამი-24). ძაგნიძემ თავისიანებს 6,5 ქულა შესძინა: პირველ ტურში მიხაელა-ვერონიკა ფოიშორს (შახმატნი კრუჟოკი) დაუზავდა, შემდეგ კი ზედიზედ დაამარცხა ემილია რაიჩი (ჰაიდუკი), ადელა-ქრისტინა ფოიშორი (რადნიჩკი), ლუბკა გენოვა (პოჟარევაჩკი), ინესა ნესტოროვიჩი (ნესტორ ზემუნი), ანა რუდოლფი (იუგოვიჩ-კორი) და სანია ვოივოდიჩი (მიტროვიცა).</p><p>ტურნირზე მეორეა ევროპის საკლუბო ჩემპიონატებისა და სერბეთის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ?ას ბელგრადი (ნატაშა ბოიკოვიჩი, ირინა ჩელუშკინა, ტატიანა ვასილევიჩი, ლილია დრლიევიჩი), რომელიც ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება. დღეს სწორედ ეს გუნდები გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას. შეჯიბრების დამთავრებამდე სამი ტური რჩება.</p>
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე