ფილიპინებზე წლეულს პირველად ტარდება ფიდეს ყოფილი პრეზიდენტის ფლორენსიო კამპომანესის მემორიალი, რომლის საზეიმო გახსნასაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი დაესწრო...

ფილიპინებზე წლეულს პირველად ტარდება ფიდეს ყოფილი პრეზიდენტის ფლორენსიო კამპომანესის მემორიალი, რომლის საზეიმო გახსნასაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი დაესწრო.

ღია ტურნირში პირველობისთვის 14 ქვეყნის 72 წარმომადგენელი იბრძვის, მათ შორის _ 22 დიდოსტატი. ქალთა შეჯიბრებაში კი 20 მანდილოსანი მონაწილეობს. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად წარიმართება. უკვე გათამაშდა 4 ტური. ღია ტურნირში უდანაკარგოდ ჩინელი იუნ ჟაო დაწინაურდა, რომელმაც გუშინ თანამემამულე იანჩაო ჟოუ დაამარცხა. წარმატებას მიაღწია ფილიპინელმა ვესლი სოუმ. მან როლანდო ნოლთეს (ფილიპინები) მოუგო და ერთპიროვნული ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება. ასევე, 3,5 ქულა მოაგროვა თბილისელმა დიდოსტატმა, საქართველოს წლევანდელმა ჩემპიონმა მერაბ გაგუნაშვილმა, რომელმაც გუშინ მასპინძელ ბარლო ნადერას სძლია. დაზავდნენ ჩაო ლი (ჩინეთი)-ლირენ დინი (ჩინეთი), რიჩარდ ბიტუნი (ფილიპინები)-მურთაზ კაჟგალიევი (ყაზახეთი), იპინ ლოუ (ჩინეთი)-თამაზ გელაშვილი.

შვიდ მოაწილეს 3-3 ქულა აქვს, თამაზს ნახევარი ქულით ნაკლები.

დღეს მე-5 ტურში გაგუნაშვილი თეთრი ფიგურებით იუნ ჟაოს დაუპირისპირდება, გელაშვილი კი ბიტუნს შეხვდება.

ქალთა ტურნირში ჩინეთის, ვიეტნამისა და ფილიპინების ნაკრები გუნდების წევრებიც მონაწილეობენ. შეჯიბრებასაც ორი მათგანი ლიდერობს. მე-4 ტურში ჰოანგ თჰი ჩუმ (ვიეტნამი) შავებით ჟაო სიუს (ჩინეთი) მოუგო და ილინ ჟანის (ჩინეთი) მძლეველ შენ იანის (ჩინეთი) მსგავსად 3,5 ქულა მოაგროვა. ინდოელმა ათუშა პურკაშიანმა და ვიეტნამელმა ბაო თრამ ჰოანგმა, შესაბამისად, სიაოვენ ჟანი (ჩინეთი) და კატერინე პერენა (ფილიპინები) დაამარცხეს და 3-3 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ისინი დღეს ლიდერებთან გაარკვევენ ურთიერთობას.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა