ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი, 33 წლის ფილიპინელი მენი პაკიაო უახლოეს დღეებში თავის პრომოუტერს ბობ არუმს შეხვდება
ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი, 33 წლის ფილიპინელი მენი პაკიაო უახლოეს დღეებში შეხვდება თავის პრომოუტერს ბობ არუმს.

შეხვედრის დროს მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე 2012 წლისთვის თავისი განრიგის დაგეგმვას აპირებს. როგორც უკვე ვწერდით, არუმი აპირებს მენის შემდეგი მეტოქეები შესთავაზოს: ხუან მანუელ მარკესი, მიგელ კოტო, ტიმოტი ბრედლი და ლამონტ პიტერსონი. ამ სიაში ვერ ვხედავთ ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონს, 34 წლის ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს. მას მომდევნო ბრძოლის ჩატარება 5 მაისს უწევს, მაგრამ არუმმა განაცხადა, რომ პაკიაო მხოლოდ ივნისში იქნება მზად რინგზე გასასვლელად. "პაკმენმა" გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა - არუმს მითითებას მისცემს იმასთან დაკავშირებით, რომ მეივეზერთან ბრძოლის ორგანიზება პრიორიტეტული იყოს.

"მე ამის შესახებ უკვე მრავალჯერ ვთქვი, - ამბობს პაკიაო Philboxing.com-თან ინტერვიუში. - მინდა, როი მივეზერი ჩემი მომდევნო მეტოქე იყოს და ბოლოდროინდელი მოვლენების მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შემიცვლია. არუმს შევხვდები და დაჟინებით ვთხოვ, რომ პრიორიტეტი ჰქონდეს მეივეზერთან ბრძოლას და არა იმ ოთხკაციანი სიიდან ერთ-ერთთან ჩხუბს.

სინამდვილეში არასამართლიანია, როცა ზოგიერთი ბრალს მდებს იმაში, რომ ბრძოლა ჩემი მიზეზით არ შედგა. ყოველთვის ვამბობდი, რომ გულშემატკივრებისთვის ვჩხუბობ.

მინდა, რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ. როცა არუმი მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდება, მათ ექნებათ პირობები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. მე უნდა გავიარო დოპინგტესტი ისე, როგორც ამას მეივეზერი ითხოვს. დაბალ ჰონორარზეც თანახმა ვარ, ოღონდ კი ეს ბრძოლა ჩატარდეს. ვიცით, რომ მეივეზერს არ ჰყავს პრომოუტერი. ის თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს. ასე რომ, თუ ბრძოლა არ გაიმართება, ეს ჩემი მიზეზით არ მოხდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა