ასეთი რამ მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში ხდება - მოდის მთავარი გმირი და ხმლის ერთი მოქნევით ყველა ბოროტ ძალას ძირს ანარცხებს
ასეთი რამ მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში ხდება - მოდის მთავარი გმირი და ხმლის ერთი მოქნევით ყველა ბოროტ ძალას ძირს ანარცხებს.

ტიერი ანრიც დაბრუნდა, გაიტანა და გაიმარჯვა. მერე რა, რომ 2 თვის თავზე ის ისევ წავა? მხოლოდ ამ 21 წუთისთვისაც კი ღირდა ყველაფერი. "არსენალში" ის აქამდეც ლეგენდა იყო, ახლა კი ამაზე რაღაცით მეტი გახდა.

თამაში ლონდონელთა უპირატესობით დაიწყო. პირველ წუთებში ყველაზე აქტიური ანდრეი არშავინი იყო. პირველი საგოლე მომენტი სწორედ მას შეექმნა, მაგრამ ფეხბურთელმა ის დაუნანებლად გაანიავა. "ლიდსი" ვერ ახერხებდა ბურთის დაჭერას, რაც მასპინძლებს თამაშს ბევრად უიოლებდა.

მე-14 წუთზე რემსის გადაცემის შემდეგ ოქსლეიდ-ჩემბერლენს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მის დარტყმულს წინ მცველი აღუდგა. "ლიდსის" იშვიათი კონტრშეტევების ფონზე "მეთოფეები" ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ მათ შეტევებს ყველაზე მეტად სიზუსტე აკლდა. მეორე ნახევარში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. პირველი მომენტი ისევ ჩემბერლენმა გააფუჭა. ეს არ იყო უკანასკნელი ხიფათი ენდრიუ ლონერგანის კართან.

"არსენალი" ზეწოლას ნელ-ნელა ზრდიდა. "ემირეიტსის" ტრიბუნებზე ტემპერატურამ მაშინ იმატა, როცა 60 000-მა გულშემატკივარმა მინდვრის კიდესთან ტიერი ანრის მოჰკრა თვალი. როგორც იტყვიან, მომენტი მწიფდებოდა. "ლიდსს" კი აშკარად აღარ ჰყოფნიდა თავგამოდება. სიმონ გრეისონმა შეცვლებით სცადა სიტუაციის გაუმჯობესება, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა. ჯერ ალექს სონგმა გაისროლა შორიდან, შემდეგ მას ჩემბერლენმა მიბაძა, თუმცა ჯერ კიდევ "ცხვირმოუხოცავ" "მეთოფეს" მეკარემ აუღო, დამატებაზე კი რემსიმ ვერ ივარგა.

ტრიბუნებზე ხმაურმა მოიმატა - მოედანზე შემოსასვლელად ანრი და უოლკოტი უკვე მზად იყვნენ. არსენ ვენგერმა თამაშში ჯერ უოლკოტი ჩართო. ეს ბუნებრივიც იყო, ანრის პერსონალურ ოვაციებს მას ხომ ვერ გაუყოფდა? ამის შემდეგ "არსენალი" ისევ უტევდა, "ლიდსი" მასპინძელთა ტემპს სწრაფი კონტრშეტევებით ანელებდა.

78-ე წუთზე სონგმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მეტოქეთაგან დავიწყებულ ტიერის მიაწოდა, ფრანგი საჯარიმოში შეიჭრა და საფირმო დარტყმით მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში ჩაუხვია და ისტორია შედგა. ამ გოლით ანრიმ "წმინდან მეთოფეთა" იერარქიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ბევრს გაუჩნდებოდა შეგრძნება, რომ ანრი ყოველთვის "აქ" იყო, რომ ის არსადაც არ წასულა. რაც ამის მერე ხდებოდა ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. აუცილებლად ნახეთ კადრები, არ წააგებთ. თქვენი ნებართვით მატჩზე მეტს აღარაფერს ვიტყვით.

მატჩის შემდგომ

ტიერი ანრი: ეს ყველაფერი დაუჯერებელია. იმედია, არავინ გამაღვიძებს და არ მეტყვის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო. ახლა ზუსტად ის ემოციები მიპყრობს, რის გამოც გასახდელიდან გამოსვლისას შემაგვიანდა.

არ ვიცი, რატომ ხდება ასე, იმიტომ ხომ არა, რომ ფეხბურთისთვის უკვე დავბერდი და ყოველი წუთით ტკბობა მინდა? შვებულებაში გასვლის წინ ვერც ვიფიქრებდი, რომ "არსენალში" ვითამაშებდი და მით უფრო, გამარჯვების გოლს თუ გავიტანდი. მე მიყვარს ეს კლუბი. უბრალოდ მინდოდა, რომ დავხმარებოდი და დღეს ეს გამომივიდა. იმედია, მომავალშიც შევძლებ ამას. გოლის დროს ენით აღუწერელმა გრძნობებმა შემიპყრო.

გამახსენდა, რა მშვენიერია იმ გუნდის სახელით გატანა, ვისი გულშემატკივარიც ხარ. დიდებული შანსი მომეცა და მისით ვისარგებლე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ ვიცი, მომეცემა თუ არა ის ხელმეორედ. ხვალ უქმე დღე გვაქვს, მაგრამ მე ინტენსიურად ვარჯიშს ვაპირებ.

დიახ, ის, რომ დღეს თამაში შევძელი, მძიმე შრომის შედეგია. ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა ტონი კოლბერტმა ბევრი გააკეთა, რომ ამ 20 წუთისთვის ძალები მყოფნოდა.

არსენ ვენგერი: ანრიმ დაამტკიცა, რომ მის ოსტატობას წლების მერეც არაფერი მოკლებია. მატჩის დაწყებამდე ორი ვარიანტი მქონდა, გამომეყენებინა ის ფლანგზე თუ ცენტრში. გადავწყვიტე, რომ ისევ ცენტრში ეთამაშა.

ამით სულაც არ ვრისკავდი, რადგან მისთვის ბევრი რამის ახსნა ისედაც არ მჭირდებოდა. ის აქტიური იყო, გუნდს უამრავი სარგებელი მოუტანა. ჯერ კიდევ ვარჯიშებზე ვხედავდი, რომ კარგ ფორმაში იყო და ძალიან უნდოდა გუნდს დახმარებოდა. მის მაგალითზე ფეხბურთელთა მთელი თაობების აღზრდა შეიძლება. ანრი აქამდეც ლეგენდა იყო. დარწმუნებული ვარ, თავის სახელს ახლაც რაღაცას შემატებს.

მისი გოლი? ნამდვილად არ გამკვირვებია. ფორმაში რომ არ ყოფილიყო საერთოდ არ ვათამაშებდი. გასახდელში ყველანი ბედნიერები ვიყავით, მშვენიერია, რომ დიდი ფეხბურთელები ბრუნდებიან.

უკვე გადაწყვეტილია, რომ რობინ ვან პერსი "სუონსისთან" შეხვედრისთვის დაბრუნდება. დაიწყებს თუ არა ამ თამაშს ანრი ძირითად შემადენლობაში, ჯერ არ ვიცი. მათ შეუძლიათ როგორც ფლანგზე, ისე ცენტრში ასპარეზობა. შესაბამისად, მათთან ერთად უამრავი სქემის დამუშავება შეიძლება. კოკელენთან დაკავშირებით კი შემიძლია ის გითხრათ, რომ მას მუხლის მყესების ტრავმა აქვს. შესაძლოა ის რამდენიმე კვირით დაგვაკლდეს.

არსენალი-ლიდსი 1:0

არსენალი: შჩესნი, კოშელნი, სკილაჩი, ი. მიკელი, კოკლენი (33. იენარისი), სონგი, არტეტა, რემსი, არშავინი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (68. უოლკოტი), შამახი (69. ანრი)

გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი 1:0 ანრი (78)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო