საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ლელა ჯავახიშვილმა ბაქოს საერთაშორისო ტურნირის სტარტზე წაიფორხილა...

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ლელა ჯავახიშვილმა ბაქოს საერთაშორისო ტურნირის სტარტზე წაიფორხილა, მაგრამ შემდეგ საგრძნობლად გაიუმჯობესა მდგომარეობა და გუშინ მე-8 ტურში შუჯათ ორუჯოვის ძლევის შემდეგ 6 ქულა მოაგროვა. ლიდერთა ხუთეულს იგი მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება. სხვათა შორის, ამდენივე ქულას მოუყარეს თავი ისეთმა დიდოსტატებმა, როგორებიც არიან ემილ სუტოვსკი და ილია სმირინი (ორივე _ ისრაელი).

გუშინ ქართველთა დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: დავით ჯოჯუა-სეიდ ჯავად ალავი 0,5:0,5, მალხაზ სულაშვილი-ჯახანგირ აგარაგიმოვი 0,5:0,5, ზაურ მამადოვი-გაიოზ ნიგალიძე 0:1, ფაიკ ალესკეროვი-დავით მაღალაშვილი 0:1, შახრიარ რახმანოვი-შოთა აზალაძე 1:0, გიგა ყუფარაძე-გაზალ ჰაკიმიფარდი 1:0, კონსტანტინე შანავა-აგილ პირვერდიევი 1:0, რაშად ჰასანოვი-ლუკა პაიჭაძე 0:1, ივერი ჭიღლაძე-ელშად ორუჯოვი 1:0, ნიჯათ აგაევი-გიორგი ხელაია 1:0. რაც შეეხება მეწინავეთა ათეულს, იქ სამი შეხვედრა (რაუფ მამედოვი-ბორის სავჩენკო, ალექსეი ალექსანდროვი-ემილ სუტოვსკი, ელთაჯ საფარლი-ილია სმირინი) ყაიმით დამთავრდა, ორი ორთაბრძოლა კი შედეგიანი (რასულ იბრაჰიმოვი-გატა კამსკი 0:1, ევგენი მიროშნიჩენკო-აშგარ გოლიზადე 0:1) აღმოჩნდა.

სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ: კამსკი, მამედოვი, ალექსანდროვი, გოლიზადე, სავჩენკო _ 6,5-6,5... ჯავახიშვილი _ 6, მაღალაშვილი, ჯოჯუა, სულაშვილი, ნიგალიძე, ყუფარაძე _ 5,5-5,5, ჭიღლაძე, შანავა, პაიჭაძე _ 5-5, აზალაძე _ 4,5, ხელაია _ 4, ალახვერდიევი _ 1,5 ქულა. ქალებში ჯავახიშვილი ლიდერობს. მას ნახევარი ქულით ირანელი მიტრა ჰეჯაზიპური ჩამორჩება. 5-5 ქულით მომდევნო ადგილებზე მოდიან ნარმინ კაზიმოვა, ზეინაბ მამედიაროვა, ულვია ფატალიევა (სამივე _ აზერბაიჯანი) და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა).

შეჯიბრება დღეს დამთავრდება.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა