"ფიფა-ოქროს ბურთის" ტრიუმფატორმა არგენტინელმა ჯადოქარმა ფიფას ოფიციალურ ვებგვერდს შთაბეჭდილებები გაუზიარა

ორშაბათ საღამოს გალა-ცერემონიალის მთავარი გმირი უთუოდ ლიონელ მესი იყო. არგენტინელი ჯადოქარი ზედიზედ მესამედ დაეუფლა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებულ "ოქროს ბურთს".

ბუნებრივია, 24 წლის ტრიუმფატორმა პირველად ფიფას ოფიციალურ ვებგვერდს გაუზიარა შთაბეჭდილებები.

- მიშელ პლატინის შემდეგ პირველი ფეხბურთელი ხართ, ვინც "ოქროს ბურთი" ზედიზედ მესამედ მოიპოვა. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

- ძალიან ამაყი ვარ, რომ ზედიზედ მესამედ მოვიგე პრიზი. ძალიან ძნელია "ოქროს ბურთის" მოპოვება, მით უფრო წარმატების კვლავ გამეორება. ისევე მიხარია, როგორც პირველი პრიზის მიღებისას.

- სამადლობელ სიტყვაში პრიზი ჩავის მიუძღვენით. ხომ არ სჯობს მისთვის შეწყვიტოს თქვენთვის პასების მოცემა და შეეცადოს, პრიზი თავად დაისაკუთროს?

- არა, მას ბევრჯერ უთქვამს, რომ მუდამ ფიქრობს ჩემს წარმატებაზე და იგივე შემიძლია გავიმეორო მასთან მიმართებაში. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და ამას ვერაფერი შეცვლის, ვერანაირი პრიზი.

- თქვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ. ველოდოთ უკეთეს მესის მომავალ სეზონებში?

- ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამ დონეზე თამაშს და ბევრი საკლუბო ტიტულის მოგებას. მხოლოდ გუნდთან ერთად წარმატების შემდეგ შეიძლება იფიქრო ადამიანმა ისეთ ლამაზ დღეებზე, როგორიც დღევანდელია. მინდა, წარმატებული ვიყო ჩემ ეროვნულ ნაკრებთან ერთად და ვითამაშო ის ფეხბურთი, რაც შემიძლია.

- ფიქრობთ, თუ არა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ დასამტკიცებელი არგენტინის ნაკრებში?

- რა თქმა უნდა. მინდა, რომ ნაკრებთან ერთადაც მოვიპოვო ტიტული. მჯერა, ეს დღეც დადგება.

- როგორ ფიქრობთ, რა კომპონენტებში შეგიძლიათ მომატება?

- როგორც უკვე გითხარით, ჩემი სურვილია, გავაგრძელო მაღალ დონეზე თამაში. გალაზე უკვე მეხუთედ ვარ და მინდა, კიდევ რამდენჯერმე მოვხვდე.

- გეგონათ, რომ ასე მალე მიაღწევდით ფეხბურთში აღიარებას?

- სიმართლე გითხრათ, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ბავშვობაში პრიმერადივიზიონში თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ ასე შორს თუ წავიდოდი კარიერაში, არ მეგონა.

- თქვენს ირგვლივ ბევრი დიდი ფეხბურთელია, რომელთა დიდ ნაწილს ადრე ალბათ ბაძავდით კიდეც, მაგრამ ყურადღების ცენტრში თქვენ ხართ, როგორ გრძნობთ თავს ასეთ სიტუაციაში?

- რა გითხრათ? ჩემთვის მთავარი სპორტის ამ სახეობით სიამოვნების მიღებაა და ისევ იმ გუნდში თამაშია, სადაც ახლა ვარ.

- 2012-ში რა არის თქვენი მიზანი?

- ისევე, როგორც ყოველი წლის დასაწყისში: მოვიგო ყველა ტურნირი, რომელშიც ვმონაწილეობ. ვიცი, რომ ეს სულ უფრო და უფრო ძნელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
მესი მართლა ფენომენია
rati0011
მესი გენიაა და დიდი უსამართლობა იქნება ნაკრებთან ერთად მსოფლიო რო ვერ მოიგოს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა