ჰიონესმა ხომ ბრძანა, დაცვას მივხედოთო...
როგორც ჩანს, მიუნხენის „ბაიერნმა“ „შალკეს“ დაცვის ბურჯი ბენედიქტ ჰიოვედესი გაიხსენა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რეკორდმაისტერის შეფები სერიოზულად ფიქრობენ ჰიოვედესის ზაფხულში გადაბირებაზე და მეტიც: „სპოქსი“ წერს, რომ ბავარიელებმა მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს და 23 წლის მცველის მრჩეველთან ერთად, „შალკეს“ შეფებსაც დაუკავშირდნენ.

ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არცერთი მხარე არ ადასტურებს, მაგრამ გერმანული პრესა უკვე მასობრივად იუწყება, რომ ჰიოვედესი ზაფხულისთვის „ბაიერნის“ ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა.

როგორც იცით, ბავარიული გრანდის ხელმძღვანელებმა იანვარში ტრანსფერების განხორციელება გამორიცხეს, ზაფხულისთვის კი, მათი პრიორიტეტი სწორედ ახალი, მაღალი კლასის მცველის შეძენაა. ამას წინათ რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, ზაფხულში გუნდის გაძლიერებაზე ვიფიქრებთ და პირველ რიგში დაცვას უნდა მივხედოთო. ისე, მიუნხენურ გრანდს ჰიოვედესის გადაბირება წინა ზაფხულშიც სურდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს დანიელ ვან ბუიტენს და ბრენოს „ბაიერნთან“ კონტრაქტები უმთავრდებათ და ჯერ არავინ იცის, გაუფორებს თუ არა რეკორდმაისტერი მათ ახალ ხელშეკრულებებს. ბრაზილიელს თავის გამოჩენისა და შესაძლებლობების დამტკიცების უკანასკნელი შანსი აქვს, ბელგიელი კი, რომც დარჩეს, მაღალი კლასის მცველი არაა და აღარც ასაკი უწყობს ხელს. ჟერომ ბოატენგს გუნდის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ხშირად მარჯვენა მცველად ათამაშებს ხოლმე. ამ ლოგიკით, „ბაიერნს“ მხოლოდ ერთი კარგი ცენტრალური უკანახაზელი ჰყავს – ჰოლგერ ბადშტუბერი.

გერმანული მედია იმასაც იტყობინება, რომ „შალკემ“ „ბაიერნს“ მოლაპარაკებებზე თანხმობა შეუთვალა. ჰიოვედესი გელზენკირხენული კლუბის კაპიტანია და გერმანიის ნაკრებშიც ხშირად იძახებენ, კონტრაქტი კი „შალკესთან“ 2014 წლამდე აქვს გაფორმებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა