საფრანგეთის გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" შინ უმძიმეს ბრძოლაში "ტულონი" - 25:19 დაამარცხა
საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭს, აქვსენტი გიორგაძეს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-15 ტურში, "ტულუზის" ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, რომელიც ჩვენებურისთვის ცუდად დასრულდა. "გლობუსას" ბარძაყის კუნთი გაუწყდა და ექიმების დასკვნით ექვს კვირას ვერ ითამაშებს.

ამასობაში, გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" შინ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" - 25:19, რასაც ფრანგულ რაგბიში მსაჯობასთან დაკავშირებული მორიგი სკანდალი მოჰყვა. ტულონელთა მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა მატჩის არბიტრს, კრისტოფ ბერდოსს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა, რის გამოც, სავარაუდოდ, საფრანგეთის რაგბის ნაციონაური ლიგის სადისციპლინო კომიტეტი დისკვალიფიკაციით დასჯის.

"პირველად ასეთი განრისხებული 2010 წელს, იმავე "კლერმონთან" პლეი ოფის მატჩის შემდეგ ვიყავი. ხომ პირველი შემთხვევა არ იყო, მაგრამ ამჯერად ეს ყველაფერი იმდენად ამაზზრზენი იყო, მეგონა YouPorn-ის ვებ-საიტს ვუყურებდი. "კლერმონი" ძალიან კარგი გუნდია, ის არ საჭიროებს მსაჯების დახმარებას" - თქვა მურად ბურჯელალმა.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური კრიტიკა ბურჯელალმა 2010 წლის საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალის შემდეგ გამოთქვა. მაშინ მურადი დავით ზირაქაშვილის მიერ გატანილ ლელოს აპროტესტებდა, აქაოდა, სანამ ბურთს ლელოში შეიტანდა, ხელიდან გაუვარდაო. მაშინ "ტულონის" მეპატრონეს ეს აპატიეს.

ამჯერად ბურჯელალი ბერდოსის მიერ დავიდ სმიტის გაძევების თაობაზე დავობს. თავად მატჩის არბიტრს კი არ სურს კრიტიკას უპასუხოს.

"მე ასეთ განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ. ეს ძალიან რთულია. ბურჯელალმა კომენტარი ცხელ გულზე გააკეთა. ყოველთვის ვამბობდი, პოპულარობა რომ მსურდეს, საერთოდ არ ვიმსაჯებდი" - თქვა კრისტოფ ბერდოსმა.

მსგავსი ტოლერანტული მიდგომა არ არის მოსალოდნელი საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტისგან, რომელიც ბოლო ხანს მწვავედ რეაგირებს არბიტრების კრიტიკაზე, რადგან ეს მათზე ზეწოლად აღიქმება. ასე მაგალითად, სადისციპლინო კომიტეტმა პარიზული "მეტრო რასინგის" მწვრთნელი პიერ ბერბიზიე მსაჯის კრიტიკის გამო ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ამავე გუნდის მესამეხაზელს სებასტიან შაბალს კი 60 დღით აუკრძალა თამაში.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მსაჯობით უკმაყოფილება მარტო ბურჯელალს არ გამოუთქვამს. "პერპინიანის" მწვრთნელმა ბერნარ გუტამ "მეტრო რასინგთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ 14:14, არბიტრი ჟან-ლუკ რებოლალი გააკრიტიკა.

"ჩვენ მატჩში როგორც ტერიტორიული, ისე სათამაშო უპირატესობას ვფლობდით. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე ლელოც გავიტანეთ, რომელიც არბიტრმა არ ჩათვალა. საოცარია, მაგრამ მსაჯები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ. ოთხი მოწინავე გუნდისთვის მსაჯობა ერთგვარია, ბოლო ოთხეულისთვის კი სხვაგვარი" - თქვა მან.

I დივიზიონი

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 56 ქულა, 2. კლერმონი - 50, 3. ტულონი - 40, 4. კასტრი - 40, 5. სტად ფრანსე - 39, 6. მეტრო რასინგი - 36, 7. აჟნი - 36, 8. მონპელიე - 35, 9. ბორდო - 30, 10. პერპინიანი - 27, 11. ბრივი - 24, 12. ბაიონი - 23, 13. ბიარიცი - 23, 14. ლიონი - 20.

განახლდა გათამაშება ესპუართა ანუ სათადარიგო გუნდების ლიგაშიც. მე-10 ტურში ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდნენ. ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯიმშელაძის, გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონმა" ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" უმასპინძლა და 27:10 დაამარცხა.

"უმცროს ვულკანებს" ამ გამარჯვების შემდეგ 43 ქულა დაუგროვდათ და მეორეადგილოსან "ტულონს" უკვე 10 ქულით უსწრებს. სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარშია დავით ლოსაბერიძის "პო", რომელმაც მე-10 ტურში შინ მოუგო დაძაბულ ბრძოლაში "ლიონს" - 19:17.

"პოს" 17 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა.

ესპუართა ლიგა

X ტური

A ჯგუფი

პერპინიანი-ბურგუენი 50:19, პო-ლიონი 19:17, კლერმონი-ტულონი 27:10, ტულუზი-აჟენი 19:24, მონპელიე-ბაიონი 27:15.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 43 ქულა, 2. ტულონი - 33, 3. პერპინიანი - 31, 4. აჟენი - 30, 5. ბაიონი - 20, 6. მონპელიე - 19, 7. პო - 17, 8. ტულუზი - 14, 9. ბურგუენი - 13, 10. ლიონი - 10.

პლეი ოფში გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგეს B ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა გუნდებმა "გრენობლმა" და "ტარბმა".

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" შინ წააგო მესამეადგილოსან "ბიარიცთან" მინიმალური სხვაობით - 18:19. ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" კი სტუმრად წააგო დიდი ანგარიშით გათამაშების ლიდერ პარიზულ "სტად ფრანსესთან" - 48:17. "უმცროსი ალპელები" 19 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო "ტარბს" ათი ქულა აქვს და მერვეა.

B ჯგუფი

გრენობლი-ბიარიცი 18:19, კასტრი-მეტრო რასინგი 13:3, ბრივი-ნარბონი 33:22, სტად ფრანსე-ტარბი 48:17, ბორდო-ლა როშელი 26:27.

სატურნირო მდგომარეობა

1. სტად ფრანსე - 45 ქულა, 2. ლა როშელი - 35, 3. ბიარიცი - 31, 4. ნარბონი - 27, 5. კასტრი - 20, 6. გრენობლი - 19, 7. ბრივი - 17, 8. ტარბი - 10, 9. მეტრო რასინგი - 7, 10. ბორდო - 7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის