"კოლხეთი" და "მეტალურგი" 20 წლის ცენტრალური ნახევარმცველის სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან
გორის "დილაში" ფოთის "კოლხეთიდან" სამი ფეხბურთელი მიიწვიეს - ლექსო ინწკირველი, დავით მეგრელიშვილი და ლევან მდივნიშვილი. სიმართლე გითხრათ, ერთი რამ გვეუცნაურა - მიწვეულთა შორის არ იყო ფოთელების საუკეთესო ფეხბურთელი ლაშა გვალია.

"დილაში" გვითხრეს, გვალიას მიწვევა გვსურდა, მაგრამ იგი, ალბათ, რუსთავის "მეტალურგში" ითამაშებსო.

20 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს სეზონის დასაწყისში რამდენიმე კლუბი იწვევდა. სხვებზე მეტად "მეტალურგი" აქტიურობდა. ითქვა კიდეც, რომ გვალია რუსთავის კლუბის ფორმას მოირგებდა, მაგრამ ევროპის ლიგაზე თამაშამდე რუსთაველთა ახალწვეულების პრეზენტაციაზე ფოთელი არ გამოჩენილა.

მაშინ გუნდებს შორის მოლაპარაკება ჩაიშალა. კოლხებისთვის პერსპექტიული მოთამაშე ბევრად უფრო ძვირადღირებული აღმოჩნდა, ვიდრე "მეტალურგში" წარმოიდგენდნენ. ფოთელებმა ტრანსფერის საფასურად 300 ათასი დოლარი მოითხოვეს. მათი მაშინდელი მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია გვალიაში დიდ პერსპექტივას ხედავდა, "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა კიდეც, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის პოტენციალი აქვსო, ასე რომ, კოლხების პოზიცია გასაკვირი არ იყო.

მაშინ გვალიას უკრაინის პრემიერლიგაში დაბრუნების მსურველ ვინიცის "ნივაშიც" იწვევდნენ, მაგრამ ფოთელთა პირობები უკრაინელებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა და საქმე მოლაპარაკებამდეც არ მისულა.

"მეტალურგში" შეიცვალა ხელმძღვანელობა და მწვრთნელი, მაგრამ არა გვალიასადმი ინტერესი.

"არ დავმალავთ, რომ გვალიას გადმოყვანა გვსურს, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია", - გვითხრა "მეტალურგის" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ.

შევიტყვეთ ისიც, რომ პოზიცია არც ფოთელებს შეუცვლიათ - ეს თავად გვალიამ გვითხრა:

"ისევე, როგორც ზაფხულში, რუსთაველებმა "კოლხეთთან" მოლაპარაკება ახლაც დაიწყეს. იმედი გამიჩნდა, რომ გადავიდოდი, ყველაფერი 90 პროცენტით შეთანხმებული იყო, "მეტალურგში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი მეგონა. მაგრამ გუშინ მითხრეს, რომ გუნდები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და არ გამიშვეს, "კოლხეთში" მაისამდე მაინც დარჩიო. მოლაპარაკება გაჩერდა, მაგრამ გადასვლის იმედს მაინც არ ვკარგავ."

შეგახსენებთ, რომ გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკტი" გვალიას ზაფხულში 50 ათას ევროდ აფასებდა, ახლა კი მისი ფასი 100 ათას ევრომდე გაიზარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა