ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნუკრი რევიშვილი: საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ვერ ვიტყოდი

ნუკრი რევიშვილი: საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ვერ ვიტყოდი

"კრასნოდარში" გადაბარგებულმა ქართველმა გოლკიპერმა "ანჟის" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრებისა და ახლა უკვე "კრასნოდარის" გოლკიპერმა, ნუკრი რევიშვილმა, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად თურქულ ბელეკში შეკრებაზე იმყოფება, რუსულ სპორტულ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა, სადაც ძირითადად იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც "ანჟი" დატოვა.

შეგახსენებთ, ნუკრიმ რუსეთის პრემიერლიგის სეზონი მახაჩყალურ კლუბში დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც გაისარჯა, თუმცა ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის ამოქმედებისა და შესაბამისად, გუნდის ძირითადში ადგილის შესაძლო დაკარგვის მოტივით, წლის ბოლოს კლუბის შეცვლა გადაწყვიტა. რევიშვილმა "კრასნოდართან" საქმე ზაფხულშივე მოაგვარა, დღეს კი პრემიერლიგის სეზონის განახლებისთვის "კრანსოდართან" ერთად ემზადება.

სწორედ ამიტომ გაზეთმა ქართველ მეკარესთან ინტერვიუს წინ ასეთი შესავალი წაუმძღვარა: "რუსული ფეხბურთისთვის უჩვეულო შემთხვევაა: ფეხბურთელი მხოლოდ მისთვის გასაგები პერსპექტივით ტოვებს გუნდს, რომელსაც თავისი ნებით არავინ ემშვიდობება. ნუკრი მოულოდნელად ორი წლის წინ "რუბინს" გამოეთხოვა, ამჯერად - "ანჟის".

- ჩემი მიზანი ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშია, - უთხრა ქართველმა გაზეთს. - რისი შანსიც "ანჟიში" შესაძლოა აღარ მქონოდა. მხოლოდ ვარჯიში, თუნდაც ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიც ჟირკოვი ან ეტო'ოა, მე არ მაინტერესებს.

- მაგრამ, სწორედ თქვენ არ იყავით "ანჟის" ძირითადი გოლკიპერი?

- დიახ. თუმცა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კლუბმა "დინამოდან" ვლადიმირ გაბულოვი გადაიბირა. გუნდში იყო ევგენი პომაზანიც. ასე რომ, უკვე ნათელი იყო, "ანჟი" რუსეთის მოქალაქეობის მქონე გოლკიპერებზე გააკეთებდა აქცენტს.

- კი მაგრამ, თქვენ ხომ ჯერ კიდევ ყაზანში თამაშის პერიოდიდან გაქვთ რუსული პასპორტი?

- მას შემდეგ, რაც შეიცვალა განსაზღვრება "ლეგიონერი", მხოლოდ რუსული პასპორტის ფლობა ვეღარ მიშველის. მითუმეტეს, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარის თქმას არ ვაპირებ.

- მსგავი პრობლემა ხომ კრასნოდარშიც იქნება?

- დიახ, მაგრამ აქ კონკურენცია სხვაგვარია. კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი კიდევ მქონდა, მათ შორის მოსკოვურ კლუბში, თუმცა "კრასნოდარზე" არჩევანი გააზრებულად შევაჩერე.

- ბევრი მზადაა, ოღონდ "ანჟიში" ირიცხებოდეს, თადარიგიდან ცხვირიც არ გამოჰყოს. სამაგიეროდ, კლუბისგან ოქროს წვიმა გარანტირებულია.

- დარწმუნებული ვარ, რომ "კრასნოდარი" - არანაკლებ საინტერესო და ამბიციური პროექტია. უბრალოდ, ყველას თავისი გზა აქვს. ჩემს ახალ კლუბს წინსვლის განსხვავებული სტრატეგია აქვს, მე ფული კი არ ამირჩევია, არამედ - მომავალი. არ მინდა ვიჯდე სათადარიგოთა შორის, თუნდაც ძვირფასი კონტრაქტით. რახან ფული ვახსენებთ, ბარემ გეტყვით, რომ ზღაპრული თანხები, რასაც ვითომ "ანჟიში" ფეხბურთელებს უხდიან, სინამდვილეში მითია.

- ამ კლუბმა არ აქცია ეტო'ო მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად?

- სიტუაციას სხვა თვალითაც შევხედოთ - "ანჟიმ" ხომ ის რუსეთში ჩამოიყვანა. ცოტა ვინმემ თუ იცის, რა სამუშაო გასწია გერმან ტკაჩენკომ, რათა სამუელი "ანჟიში" გადაყვანაზე დაეთანხმებინა. მხოლოდ ფულით ამ ამოცანის გადაჭრა ხომ შეუძლებელი იქნებოდა.

- ეტო'ო მართლა დიდი ფეხბურთელია?

- დიახ და თან, არაორდინალური ადამიანია.

- გუნდში რა ენაზე საუბრობს?

- ფრანგულად, პერსონალური თარჯიმანის დახმარებით. ინგლისურიც იცის, თუმცა ფრანგულად საუბარს ამჯობინებს.

- თქვენზე შთაბეჭდილება ვინ უფრო მოახდინა - რობერტო კარლოსმა თუ ეტო'ომ?

- ძალზე განსხვავებული ადამიანები არიან, საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ორივე პროფესიონალია.

- როგორ ფიქრობთ, ეს თვისება თანდაყოლილია თუ შეძენილი?

- ვფიქრობ, შეძენილი. "რეალსა" და "ბარსელონაში" გატარებული რამდენიმე წელი მოთამაშეზე თავის კვალს ტოვებს. ვალდებული ხარ, მუდმივად განვითარდე, რათა ამ დონეზე ადგილი შეინარჩუნო.

- "ანჟის" ახალი თავკაცი ჰყავს - იური კრასნოჟანი. ჟირკოვისა და ეტო'ოს გუნდში მუშაობა არ გაუჭირდება?

- ვფიქრობ, სწორედ იური კრასნოჟანი სჭირდება დღეს "ანჟის".

- წინასწარ რომ გცოდნოდათ, ვის ჩააბარებდნენ გუნდს, დარჩებოდით "ანჟიში"?

- ალბათ დავრჩებოდი, თუ გაჯიევი არ წავიდოდა. "ანჟის" ჯერ კიდევ ზამთარში შეეძლო ძვირფასი მეკარე ეყიდა, მაგრამ გაჯი მუსლიმოვიჩმა ნდობა მე გამომიცხადა.

"კრასნოდარში" ატმოსფერომ მიმიზიდა: აქ გუნდი ოჯახივითაა და თანაც, გვერდით ჩემი თანამემამულეები მეყოლებიან - მარცვალაძე და ამისულაშვილი.

- "ანჟი" ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს, "კრასნოდარი" - მეცხრე ადგილს.

- სულ ტყუილად მიწუნებთ გუნდს. ხმამაღალ განცხადებებს რომ არ ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ ამბიციები არ გვაქვს.,

- თავის დროზე "რუბინი", როგორც "ანჟი", თქვენ შენარჩუნებას ცდილობდა და ხელშეკრულების გაგრძელებას გთავაზობდა, მაგრამ არც ფულმა მოგხიბლათ და არც ჩემპიონთა ლიგაში თამაშმა.

- მოტივაცია მაშინაც იგივე იყო - თამაში. მახაჩყალაში რეალური შანსი მქონდა, პირველი ნომერი ვყოფილიყავი და ამ მიზანს მივაღწიე კიდეც. ყაზანის სკოლა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ იქ პირველი ნომერი სერგეი რიჟკოვი იყო.

- მგონი იქ პირველი ნომერი სხვაა - ყურბან ბერდიევი.

- ბერდიევი არამხოლოდ ყაზანშია პირველი ნომერი. დღეს ის რუსეთის საუკეთესო მწვრთნელია. ძლიერი, ჭკვიანი ადამიანია, რომელმაც კარგად იცის თავისი საქმე. მასთან ნაცნობობამ ბევრი შემძინა.

- სწორედ მან შთაგაგონათ, რომ სათადარიგოთა სკამზე იმ მეკარეს არაფერი ესაქმება, რომელსაც მაღალ დონეზე თამაში სურს?

- მაგანაც. და კიდევ, ბერდიევმა წინ ყურება და პერსპექტივის დანახვა მასწავლა.

• დათო

shako და Giorgipirweli. რა შუაშია და რევიშვილმა ნაკრების გულისთვის გააკეთა, სათამაშო პრაქტიკა რო ქონდეს და პოლიტიკით მე კი არა კალაძემ დააბინძურა. ჩემნაირებმა დაღუპეს? ეს ჩემნაირები ნაკრების არცერთ თამაშს რო არ აცდენენ 2002 წლიდან და კალაძეს და სხვა ქართველ ფეხბურთელებს რო არ აგინებენ შეცდომების გამო ზოგზოგიერთი ვაი "გულშემატკივარივით?" მე იმათ არ ვგავარ, რომლებიც ქართველების საგინებლად და მოწინააღმდეგე გუნდის მაისურებით რო დადიან სტადიონზე.ივანიშვილის ჯიბეში მძრომიალები ქართული ფეხბურთის სიყვარულზე ნუ ლაპარაკობთ - არ გიხდებათ.

• Giorgipirweli

რა შუაშია რევიშვილის კრასნოდარში გადასვლა ივანიშვილის მილიარდებთან ან კახა კალაძესთან???

• shako

რევიშვილი მართლაც კარგი მეკარეა, მაგრამ რატო ცდილობთ სულ ფეხბურთის პოლიტიკასთან დაკავშირებას წადით და მიშას ელაქუცეთ ფეხბურთს თავი დაანებეთ, თქვენნაირმა ხალხმა დაღუპა ფეხბურთი საქართველოში დათო გაიგეე?

• დათო

ჯიგარი ხარ ნუკრი.პატრიოტიზმი ეროვნულ თვითშეგნებაშია და არა ივანიშვილის მილიარდებში. გაიგე კალაძე?

• gio

მტავარი გამოცდილება მართლაც ფულს ტუდახამდი ბევრს ვერაფერს მიაგწევ

• gio

რომელი უფრო კაცურად მოიქცა კალდზე ტუ ეს?

• gio

მაგარიინტერვიუა. კარგიკაცია ნუკრი.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა