ჰაიფას "მაქაბის" ქართველ თავდამსხმელს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო ისრაელში პრობლემები აქვს
ჰაიფას "მაქაბის" ქართველი ლეგიონერი ვლადიმერ დვალიშვილი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში კლუბის საუკეთესო ბომბარდირია, ამჟამად პოლონეთში იმყოფება. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვარშავის "პოლონიასთან" მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც გაირკვა, დვალიშვილს სურს, რომ პოლონელებმა მას სამი წლის განმავლობაში, თითო სეზონში 300 ათასი ევრო გადაუხადონ. ქართველი თავდამსხმელი ნაკლები გასამრჯელოს სანაცვლოდ პოლონურ კლუბში, სავარაუდოდ, არ გადავა.

იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი შედგა, "მაქაბი" ქართველის სანაცვლოდ 300 ათასს ევროს მიიღებს. ამასთან, ისრაელში დაბრუნებისას ლადომ გარკვეული საკითხები უნდა მოაგვაროს. მანამდე ადგილობრივმა პოლიციამ დვალიშვილი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში ტარებისთვის დააკავა, ხოლო სანამ ჩვენებური პოლონეთში იმყოფება, მისი ადვოკატები ისრაელის სატრანსპორტო სასამართლოსგან კომპრომისული ვერდიქტის მიღებას ეშურებიან.

ქართველი ფეხბურთელის ადვოკატები სასამართლოს შემდეგ ვარიანტს სთავაზობენ: დვალიშვილი დანაშაულს აღიარებს, მნიშვნელოვან ჯარიმას გადაიხდის და ასევე დათანხმდება მართვის მოწმობის დიდი ხნით ჩამორთმევას. სამაგიეროდ ფეხბურთელს უფლება ექნება, ისრაელის საზღვრები თავისუფლად გადაკვეთოს.

მომზადებულია isra.com-ის მიხედვით

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა