"ვერდერის" ხელმძღვანელებმა თქვეს, იანვარში არავის ვიყიდით და არავის გავყიდითო, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დანაპირებს ვერ შეასრულებენ
ამას წინათ ბრემენის "ვერდერის" ხელმძღვანელებმა თქვეს, იანვარში არავის ვიყიდით და არავის გავყიდითო, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დანაპირებს ვერ შეასრულებენ.

ახალი ფეხბურთელების ყიდვის თვალსაზრისით ყველაფერი თავად "ვერდერზეა" დამოკიდებული, ხოლო რაც შეეხება გაყიდვას... "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა ისიც თქვა, თუ რომელიმე კლუბი კონკრეტული წინადადებით მოგვმართავს, დავფიქრდებითო.

მოკლედ, დიდია იმის შანსი, რომ უახლოეს მომავალში "მუსიკოსებმა" ორ მოთამაშეზე კონკრეტული შეთავაზებები მიიღონ.

"ბილდის" ცნობით, "ვერდერის" 22 წლის გამთამაშებელი მარკო მარინი მილანის "ინტერის" ბოს მასიმო მორატის მოსწონს. მეტიც: "ნერაძურის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ მარინის მრჩეველ ფალი რამადანის - "ინტერს" მარინის გადაბირება ახლავე უნდა! "ბილდი" ირწმუნება, რომ რამდენიმე დღეში "ვერდერი" იტალიური გრანდისგან კონკრეტულ წინადადებას მიიღებს.

ტრანსფერი დიდად დამოკიდებულია ვესლი სნეიდერზე, რომელსაც "ინტერის" დატოვება და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგება უნდა. 27 წლის ჰოლანდიელი გამთამაშებელი ამას არც მალავს და ისიც გაირკვა, რომ "ინტერის" სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა წინა კვირას კიდევ ერთხელ იმყოფებოდა ინგლისში, სადაც "იუნაიტედის" წარმომადგენლებს შეხვდა. თუ სნეიდერის ტრანსფერი შედგა, მარინის თემა "ინტერისთვის" უფრო აქტუალური გახდება.

აღსანიშნავია, რომ მილანელებს გერმანიის ნაკრების ნიჭიერი ნახევარმცველი იაფი არ დაუჯდებათ. მარკოს "ვერდერთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და ბრემენელები მას 10 მილიონ ევროდ აფასებენ. შეგახსენებთ, რომ "ვერდერმა" მარინი 2009 წელს მიონხენგლადბახის "ბორუსიადან" 9,2 მილიონად შეიძინა და "მუსიკოსები" საკუთარ "ათიანს" ამაზე იაფად არაფრისდიდებით არ დათმობენ.

ზაფხულში მარინის გადაბირება კიდევ ერთ იტალიურ გრანდს, "რომას" უნდოდა, მაგრამ გარიგება არ შედგა - რომაელები ფეხბურთელის ფასმა შეაშინა.

პრინციპში, გამორიცხული არაა, რომ მარინში ათი მილიონის გადახდა არც "ინტერმა" მოისურვოს, რადგან მარკო ბრემენულ კლუბში არ ბრწყინავს. თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს: "ვერდერის" მთავარი მწვრთნელი თომას შააფი მარინს თავდამსხმელების უკან ათამაშებს, თავად მარკოს კი ფლანგზე ურჩევნია. თავის დროზე, "გლადბახში" ის სწორედ გარემარბის პოზიციაზე ბრწყინავდა, "ვერდერში" კი, შააფის ტაქტიკური სქემიდან (4-1-2-1-2) გამომდინარე, ეს პოზიცია საერთოდ არ არსებობს. თანაც, "ვერდერს" ფლეიმეიქერის პოზიციაზე მეჰმეთ ექიჩიც ჰყავს, რომელიც შააფს აშკარად მარინზე მეტად მოსწონს.

პრიოდლის ფლირტი ლაციოსთან

ბრემენიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს ავსტრიელი მცველი სებასტიან პრიოდლიც. 24 წლის უკანახაზელმა ბრემენული კლუბის ძირითად შემადგენლობაში თავი ვერაფრით დაიმკვიდრა და ამიტომაცაა, კლუბის გამოცვლა რომ უნდა.

გაირკვა, რომ პრიოდლის გადაბირება რომის "ლაციოს" უნდა და რომაელები უკვე ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ავტრიელი ზაფხულში უფასოდ ჩაიგდონ ხელში. იტალიური გაზეთი "ილ ტემპო" წერს, რომ პრიოდლის "ლაციოში" ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია. "ვერდერში" ამ ცნობას არ ადასტურებენ, თავად ფეხბურთელი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ "ლაციოსთან" პირველი მოლაპარაკებები უკვე შედგა. ზოგადად, "ვერდერს" პრიოდლთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.

ალოფსი დიეგოს ვერ ივიწყებს

ამასობაში, ალოფსმა "შპორტ ბილდს" გაუმხილა, რომ ბრაზილიელი გამთამაშებლის, დიეგოს "ვერდერში" დაბრუნებაზე ოცნებობს. "შესაძლოა, ეს არარეალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მინდა, დიეგო სახლში დაბრუნდეს. თუ ტრანსფერის შანსი გაჩნდება, მზად ვარ, დიეგო "ვერდერში" ნებისმიერ დროს დავაბრუნო," - უთხრა "მუსიკოსების" შეფმა "შპორტ ბილდს". შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა "ვერდერი" 2009 წელს დატოვა და ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდა, იქ კი იმედები ვერ გაამართლა და მერე მადრიდის "ატლეტიკოში" ამოყო თავი, სადაც ასევე არ ბრწყინავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა