ბალაკმა ჟურნალისტებს უთხრა, ვერ დავიჩემებ, რომ ლიოვთან შერიგების სურვილი მაქვსო
კვირაზე მეტი გავიდა მას მერე, რაც გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდის ყოფილ კაპიტანთან, ნაკრებიდან ფაქტობრივად სკანდალურად გაგდებულ მიხაელ ბალაკთან შერიგების სურვილი გამოთქვა და ამით 35 წლის ნახევარმცველთან შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ბალაკი ლიოვისა და ზოგადად გერმანიის საფეხბურთო კავშირის წინადადებას ახლაღა გამოეხმაურა.

"ლევერკუზენი" ბუნდესლიგის მეორე წრისთვის პორტუგალიაში ემზადება, სადაც ბალაკმა ჟურნალისტებს უთხრა, გერმანიის საფეხბურთო კავშირის მომავალ პრეზიდენტ ვოლფგანგ ნირსბახთან შეხვედრაზე თანახმა ვარ, მაგრამ ვერ დავიჩემებ, რომ ლიოვთან შერიგების სურვილი მაქვსო.

"გავიგე, რომ ჰერ ნირსბახს ჩემთან შეხვედრა და საუბარი უნდა. ცხადია, ამაზე უარს არ ვიტყვი. ისიც ვიცი, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირში ჩემს გამოსათხოვარ მატჩზე სერიოზულად ფიქრობენ და იოახიმ ლიოვმაც დაადასტურა, რომ ჩემთან დაპირისპირების დასრულების მომხრეა.

საქმე იმაშია, რომ მე აზრი არ შემიცვლია და არც შევიცვლი. ის კი აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ საფეხბურთო კავშირში გამოსათხოვარ მატჩზე ფიქრობენ, რადგან გერმანიის ეროვნულ გუნდს 10 წლის მანძილზე ვემსახურე და მისი კაპიტანიც ვიყავი," - განაცხადა ბალაკმა და ისიც თქვა, რომ ახლა მისი მთავარი საფიქრალ-საზრუნავი "ლევერკუზენი" და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩებია "ბარსელონასთან".

პარასკევს "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი იუბილეს აღნიშნავს (5 იანვარს 60 წლის გახდა) და წვეულებაზე ბალაკი და ნირსბახიც არიან დაპატიჟებულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა